მრევლმა საშობაო ეპისტოლე ვერ მოისმინა, რადგან პატრიარქის დავალებით მისი შეცვლა ვერ მოესწრო

გამოქვეყნდა:

პირველად 43 წლის განმავლობაში საქართველოს კათალისკოს პატრიარქმა არ გამოსცა საშობაო ეპისტოლე, მიმართვა, რომელსაც მრველი მთელი წელი ელოდებოდა. მიმართვა არც წერილობით გავრცელებულა და არც არავინ იცის გამოსცემს თუ არა პატრიარქი ექპისტოლეს.

თავდაპირველად ეპისტოლეს სამი ვერსია არსებობდა, მასზე პატრიარქის მითითებით სპეციალური ჯგუფი მუშაობდა. ეპისტოლეს საბოლოო ვერსიაში პატრიარქმა ჯგუფს ერთერთ ეპიზოდზე შინაარსის შეცვლა დაავალა. თუმცა, ჩვენი ინფორმაციით, პატრიარქის მდივან რეფერანტს გუშინ გვიან ღამით კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც ტექნიკურად ვეღარ მოხერხდა ამ შინაარსის შეცვლა. უცნობია, რაზე იყო მსჯელობა და აზრთა სხვადასხვაობა. 

ეპისტოლეს წაკითხვა ვერ მოხერხდა, თუმცა, პატრიარქისდავალებით მეუფე დანიელმა იოანე ოქროპირის საშობაო სიტყვა წაიკითხა. 

მღვდელმთავრები კი, ასე გამოეხმაურნენ კითხვას - თუ რატომ არ წაიკითხა პატრიარქმა ეპისტოლე?

  • "პატრიარქმაც საჭიროდ ჩათვალა, რომ იოანე ოპროპირის ქადაგება მოგვესმინა. პერიოდულად, სხვადასხვა დროს სხვადასხვანაირად ხდება", - ამბობს ერთერთი მღველმთავარი. 
  • "ხომ წაიკითხა მეუფე დანიელმა იოანე პქროპირის სიტყვა. არ ვიცი ვერ გეტყვით, იოანე ოქროპირის სტყვა წაიკითხა მეუფე დანიელმა, საშოაბაო. არ ვიცი ვერ გეტყვით... როგორ არ აქვს ხალხისთვის საქთქმელი, ელაპარაკება სულ, აბა რას შვება?", - ამბობს მეუფე ნიკოლოზი (ფაჩუაშვილი)

იმედგაცრუებულები არიან თეოლოგებიც, როლებმაც ალტერნატიული ეპისტოლე გამოაქვეყნეს, რომელიც ეხება 2020 წლის აქტუალურ საკითხებს: პოლიტიკას, კორონავირუსის პანდემიას, სოციალურ საკითხებს და ე.წ კარტოგრაფების საქმეს. 

ცნობისთვის, ეპისტოლეში ილია მეორე საუბრობდა ქვეყნისთვის ყველაზე უფრო მტკივნეულ და საჭირობორტო საკითხებზე, მათ შორის ერის სულიერებაზე, პოლიტიკაზე, სოციალურ მდგომარეობაზე და ასე შემდეგ.

 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი