
ოკუპირებულ გაგრაში ხანძარს ებრძვიან. ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ლოკალიზება ვერ ხერხდება.
ცეცხლს დასახლებულ პუნქტებამდე, მხოლოდ 150 მეტრი აშორებს – არსებობს ცეცხლის კორპუსებზე გადადების საშიშროება.
ადგილობრივები, რომლებიც შესაძლოა ჰუმანიტარული კრიზისის წინაშე დადგნენ, დახმარებას ელიან.
"მიმდინარეობს ამაზე საუბარი და მედიკამენტებითაც აუცილებლად დაგვეხმარებიან, იმიტომ რომ 15 იანვარს, ზუგდიდიდან უნდა წამოვიდეს მანქანა, რაც ნივთები გჭირდებათ, ყველაფერი იქნებაო... ამბობენ, რომ ძალიან არის გავრცელებულიო [ხანძარი], გუდაუთა–გაგრისკენ არის... " , – ამბობენ ოკუპირებული აფხაზეთის მაცხოვრებლები
ამ დროისთვის, სტიქიის ეპიცენტრში მხოლოდ 3 სახანძრო მანქანა და 11 მაშველი მუშაობს. ხანძრის ზუსტი მასშტაბების შესახებ აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ინფორმაციას არ ავრცელებს.
დღეს სახლემწიფო უსაფრთოხების სამსახურმა განცხადება გაავრცელა, ცენტრალური ხელისუფლების თქმით, ისინი რამდენიმე დღეა საოკუპაციო რეჟიმს დახმარებას სთავაზობენ, რასაც აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება უარით პასუხობს.
ადგილობრივი მედიის მიხედვით, ოკუპირებული გაგრის გარდა, ხანძრის ახალი კერებია – ახალ ათონში, ხოლო გალში ხანძარი ლოკალიზებულია.
საქართველოს მასშტაბით, 500 მეხანძრე-მაშველი 7 ლოკაციაზე განაგრძობს ცეცხლის ქრობის სამუშაობს.
ავტორი: დეა მამისეიშვილი