სამეგრელოდან ივანიშვილის ეზოში მიმავალი ჭადრები გზად ხობის რაიონის სოფელ ქარიატაში გაიჭედა. წვიმის გამო გზა ატალახდა, მძიმე ტვირთს სპეც მანქანები ადგილიდან ვეღარ ძრავენ და ხეები ტალახში ეფლობა. უამინდობის მიუხედავად მუშებს წვიმაში აიძულებენ რომ ხე ზღვამდე მიაგორონ და შემდეგ გურიაში გააცურონ.
ბიძინა ივანიშვილის ახირებებისთვის ათობით ადამიანი ერთ სივრცეში იმყოფება, თუმცა მათ არავინ აჯარიმებს.
სოფელ ქარიატას მოსახლეობას უკვე რამდენჯერმე გაუთიშეს ელექტროენერგია. ივანიშვილის ხეების უსაფრთხოდ გასატანად სადენები ჩახსნეს.
ხობის მჟორიტარს, დაჩი ბერაიას არ სურს კითხვაზე პასუხის გაცემა - ირღვევა თუ არა კანონი, როდესაც კარანტინის პირობებში ასობით ადამიანი ხეების გადასატანად მუშაობს.
ხობის რაიონის სოფელი ქარიატადან ივანიშვილის დენდროლოგიურ პარკში სულ 7 ხე უნდა წაიღონ. 6 ასწლოვანი ჭადარი და ერთი ცაცხვი. 2 უკვე გზაშია, თუმცა გაჭედილი. მათი ზღვაში გაშვების შემდეგ დანარჩენის ამოთხრა და იგივე გზაზე გადატანაა გეგმაში.