საპატრიარქო ტესტირების მოლოდინში - მინისტრმა პატრიარქის გატესტვა დააანონსა

გამოქვეყნდა:

პატრიარქის მდივანი იზოლაციაშია. შორენა თეთრუაშვილს COVI-19 ოფიციალურად დაუდასტურდა. საპატრიარქოს ერთერთი ყველაზე გავლენიანი პირი 4 იანვარს, ილია მეორის იუბილეს ხელმძღვანელობდა და პატრიარქთან ახლო კონტაქტიც ჰქონდა.

დღეს პატრიარქის ექიმმა მხოლოდ ის დაადასტურა, რომ შორენა თეთრუაშვილი კოვიდდადებითია, თუმცა, ჩაუტარდება თუ არა ტესტირება პატრიარქს, საპატრიარქოს მთავარი ექიმის განმარტებით,  ეპიდემიოლოგებმა უნდა გადაწყვიტონ. 

4 იანვარს საპატრიარქოში გამართულ მიღებას ესწრებოდა მღვდელმთავრების უმრავლესობა.  სასულიერო პირებმა დღეს "მთავარ არხთან" დაადასტურეს, რომ წვეულების შემდეგ მათი ტესტირება დაიწყო და რამდენიმე მღვდელმთავარი ამჟამად იზოლაციაშიც იმყოფება.

როდის დაიწყება საპატრიარქოში ინტენსიური ტესტირება უცნობია. ჯანდაცვის მინისტრმა დღეს მხოლოდ ის დაანონსა, რომ ტესტირებას საქართველოს კათალიკოს პატრიარქი, ილია მეორე და  სინოდის წევრები გაივლიან. 

დღეს საპატრიარქოში არც ეპიდემიოლოგები და არც სასულიერო პირები გამოჩენილან. როგორია პატრიარქის ჯანმრთელობის მდგომარეობა უცნობია, ამ დრომდე საპატრიარქოს ოფიციალური განმარტება არ გაუკეთებია. "მთავარის" სატელეფონო ზარებს საპატრიარქოში ამ დრომდე არ პასუხობენ. 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი