ეპისტოლე გზავნილების გარეშე - პატრიარქის საშობაო მიმართვას მწვავედ აკრიტიკებენ

გამოქვეყნდა:

დაგვიანებულ საშობაო ეპისტოლეს თეოლოგები და სასულიერო პირების ნაწილი აკრიტიკებს. 

საშობაო მიმართვა, რომელიც გზავნილებისგან დაცლილი იყო - ასე აფასებენ ისინი დაგვიანებით გამოქვეყნებულ ეპისტოლეს და ამბობენ, რომ პატრიარქის მხრიდან, ყურადღების არგამახვილება ქვეყანაში არსებულ პრობლემებზე, საპატრიარქოსა და ხელისუფლების შეთანხემბული მოქმედების შედეგია.

"სახელისუფლებო კონიუქტურა ზემოქმედებას ახდენს ყოველთვის კათოლიკოს პატრიარქის გზავნილებზე, შესაბამისად არც ეს ეპისტოლეა გამონაკლისი. ჩვენ ვფიქრობთ, რომ მათ კოორდინირებულად, შეთანხმებულად იმოქმედეს და წაუყრუეს იმ მეტად საგულისხმო ასპექტებს, რომელიც საზოგადოებას ანაღვლებდა", -  ამბობს თეოლოგი გიორგი ტიგინაშვილი

სინოდის ყოფილი წევრი, მეუფე პეტრე ამბობს, რომ საპატრიარო სექტად ჩამოყალიბდა და წლევანდელი საშობაო ეპისტოლე უშინაარსო იყო. 

"საპატრიარქო ჩამოყალიბდა, როგორც დესტრუქციული ორგანიზაცია, როგორც სექტა. მან რომ ეპისტოლეში არ ახსენა საერთოდ სახელმწიფოებრივი პრობლემები, დღეს, თუნდაც ერთპარტიული მოცემულობა, როგორც ნეო კომუნისტური, ამით გაიმეორა მისი დამოკიდებულება კომუნისტური რეჟიმის მიმართ, სადაც ის ათეისტურ რეჟიმს, კაცთმოძულე, უღმერთო რეჟიმთან ძალიან კომფრომისტულად, ძალიან კომფორტულად თვლიდა თავს და არასოდეს ხმა არ აღუმაღლებია უსამართლობის წინააღმდეგ" - ამბობს მეუფე პეტრე.

ეპისტოლე, რომელსაც მრევლი შობის ღამეს ელოდა არც სამების ამბიონიდან წაიკითხეს და არც იმავე ღამეს გამოაქვეყნეს.

ტრადიციული მიმართვა თითქმის 24 საათის დაგვიანებით, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა, ფეისბუქით გაავრცელა.

 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი