ხანძარი დასახლებულ პუნქტებს მოედო - ინფორმაციას "აფხაზური ამბები" აფხაზ ჟურნალისტზე დაყრდნობით ავრცელებს. მათივე ინფორმაციით, გაგრაში ხანძარი სანატორიუმ "მოსკოვს" მიუახლოვდა.
გაგრაში არსებული უმძიმესი ვითარების შესახებ ინფორმაცია და ფოტომასალა სოციალურ ქსელში ვრცელდება.
ძლიერი ხანძრის ჩაქრობას ოკუპირებული რეჟიმი ვერ ახერხებს და არც დახმარებას თანხმდება. უკვე რამდენიმე დღეა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე უნიკალური ჯიშის ტყეები იწვის.