დღეს დილის 8 საათიდან საგანგებო რეჟიმის ფარგლებში ქვეყანაში რიგი აკრძალვები ამოქმედდა. ქვეყნის მასშტაბით სრულად აიკრძალა საზოგადოებრივი ტრანსპორტის მოძრაობა. ერთადერთი სატრანსპორტო საშუალება, რითაც მოქალაქეებს ერთი პუნქტიდან მეორე პუნქტამდე გადაადგილება შეუძლიათ - ტაქსია. მიუხედავად ამისა, ტაქსის მძღოლები მგზავრების ნაკლელობას და ხშირ შემთხვევაში, მათ დეფიციტს უჩივიან. მათი განმარტებით, მოქალაქეებს, რომლებიც ამ დრომდე მეტროთი ან ავტობუსით გადაადგილდებოდნენ, ტაქსის საფასურის გადახდა უჭირთ.
65 წლის ვარ, პენსია ჯერ არ მეკუთვნის... რა გავაკეთო? აგერ დგას ჩემი ტაქსი და კაციშვილი ახლოს არ მოსულა ჯერ,"- განაცხადა ერთ-ერთმა ტაქსისტმა.
ასევე, საკარანტინო რეგულაციების თანახმად, დღის ნებისმიერ მონაკვეთში გადაადგილება ეკრძალებათ 70 წელს გადაცილებულ ადამიანებს, თუმცა დღეს ქუჩაში ასეთი ადამიანებიც იყვნენ გამოსულები.
77 წლის ვარ, სამსახურში ვიყავი... ყარაული ვარ... მეტროთი დავდიოდი და დაიკეტა მეტრო...არ მეგონა...რით წავიდე? ყოველ მესამე დღეს უნდა გამოვიდე წავიდე სამსახურში... აბა, რა ვქნა?"- განაცხადა ერთ-ერთმა ასაკოვანმა მოქალაქემ.
ცოტა ხნის წინ ასევე ცნობილი გახდა, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით, დღეიდან მუშაობა ვალუტის გადამცვლელმა ჯიხურებმაც უნდა შეაჩერონ. აკრძალვების თანახმად, იზღუდება სამ კაცზე მეტის შეკრებაც.
ამ დროისათვის ქვეყნის მასშტაბით მუშაობას მხოლოდ სამი პუნქტი, სუპერმარკეტები, აფთიაქები და ბანკები განაგრძობენ.