როგორ აყალბებს რეალობას მმართველი პარტია - "ოცნების" წერილი დასავლელ პარტნიორებს

გამოქვეყნდა:

წერილი "ქართული ოცნებიდან" საქართველოს პარტნიორებმა ხუთ იანვარს მიიღეს. კონგრესმენების, ევროპარლამენტარების და სხვადასხვა ქვეყნების დიპლომატიური უწყებებისათვის გაგზავნილ წერილში ვკითხულობთ, რომ საქართველოს პარლამენტი ერთპარტიული აღარ არის, და პატრიოტთა ალიანსის დეპუტატებისთვის განკუთვნილი მანდატები, მათი უფლებამოსილების შეჩერების შემდეგ, სიის მომდევნო წევრებმა გამოიყენეს, ამის შემდეგ კი და ახალი პარტია - ევროპელი სოციალისტები დაარსეს.

სქართველოს პარტნიორებისთვის გაგზავნილი წერილის ავტორი პარლამენტის ვიცესპიკერი, კახა კუჭავაა. მას შემდეგ რაც ოპოზიციამ ბოიკოტი არ შეწყვიტა და პარლამენტში შესვლაზე უარი თქვა, ერთპარტიულ პარლამენტში მარტოდ დარჩენილმა მმართველმა გუნდმა საკანონმდებლო ორგანოს ლეგიტიმაციაში დასავლელი პარტნიორების დარწმუნება უკვე წერილებით დაიწყო. ვიცე-სპიკერი ამტკიცებს, რომ პარლამენტის ლეგიტიმურობის საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ არ დგას, და უფრო მეტიც: მისი აზრით, საკანონმდებლო ორგანო არა ერთპარტიული, არამედ 14 პარტიულია.

ოცნების მცდელობას, პარტნიორების თვალში მოახდინოს ერთპარტიული პარლამენტის ლეგიტიმაცია - უშედეგოს უწოდებს ოპოზიცია. ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ ოთხი დეპუტატის შესვლით საკანონმდელო ორგანო ლეგიტიმაციას ვერ მოიპოვებს.

მთავარი 10:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი