ფოსტა "ოცნების" მხარდამჭერებს ასაქმებს - აქტივისტებმა ნეპოტიზმის სქემა გაშიფრეს

გამოქვეყნდა:

ხელისუფლება საქართველოს ფოსტის რესურსს პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს - აქტივისტებმა ნეპოტიზმის სქემაც გაშიფრეს. 

გარდა ამისა, ფოსტის დირექტორი "ოცნების" მხარდამჭერი, ლევან ჩიკვაიძეა. გავრცელებული ინფორმაციით, მისი ყოველთვიური ანაზღაურება 17 000 ლარია. 

"ლევან ჩიკვაიძე პერმანენტულად ასრულებს "ოცნების" დაკვეთებს. მაქვს დაზუსტებული ინფორმაცია, რომ თანამშრომლებს მოსთხოვეს, დაეჭირათ მხარი "ქართული ოცნებისთვის", იყო ხმების მობილიზება, აგიტაცია. რამდენადაც ვიცი, სხვადასხვა რეგიონში რამდენიმე ოპოზიციის მხარდამჭერ კურიერზე მიმდინარეობდა ზეწოლა და შანტაჟი", - ამბობს საქართველოს ფოსტის ქარელის ფილიალის ყოფილი მენეჯერი, ანა ბალიაშვილი.

თავის მხრივ, ირკვევა, რომ გორის სერვისცენტრის მენეჯერი, ლენა ხაჩიძე, შსს მინისტრის მოადგილის, კახა საბანაძის, დეიდაა. 

"ფოსტა "ოცნების" მხარდამჭერებს ასაქმებს. საბანაძის დეიდა არის გორის ფილიალის მენეჯერი და პრივილეგიებით სარგებლობს. მას გაორმაგებული ხელფასი აქვს სხვა მენეჯერებთან შედარებით", - ამბობს აქტივისტი, თეონა ფანქველაშვილი. 

ლენა ხაჩიძე კომენტარს არ აკეთებს და მედიას პრესცენტრთან ამისამართებს.  

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი