"ქუთაისი ანტისემიტიზმის გარეშე" - მოქალაქეებმა სასულიერო პირთა განცხადებები გააპროტესტეს

გამოქვეყნდა:

ქუთაისში ბოლო დროის ანტისემიტურ განცხადებებს აპროტესტებენ - სამოქალაქო აქტივისტებმა აქცია გამართეს, რომლითაც ხელისუფლებასა და საზოგადოებას რეაგირებისკენ მოუწოდეს.

"ვფიქრობ, რომ ამ ქალაქიდან უნდა მოვიხადოთ ბოდიში, სადაც არის საბა კლდიაშვილის სკვერი, რომელმაც საკუთარი სიცოცხლე შესწირა ებრაელ ხალხს. ანტისემიტური ქადაგება, მოწოდება, სიტყვა, წამოცდენა, გარდა იმისა, რომ ბევრ სხვა პრობლემას გულისხმობს, ნიშნავს, რომ შენ არ გესმის შენი ქვეყნისა და ქალაქის", - ამბობს აქტივისტი, მზეიკო ხაჩიძე.

ცნობისთვის, საქმე ეხება ქუთაისის სულხან-საბას დასახლების სამების ეკლესიის წინამძღვარის, დეკანოზ ილია კარკაძისა და მეუფე იოანეს ანტისემიტურ განცხადებებს.

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი