12 კმ ფეხით - მოხუცების და სოციალურად დაუცველების გრძელი გზა უფასო საკვებისთვის

გამოქვეყნდა:

სახლიდან სასადილომდე  ყოველ დღე 12 კილომეტრის გავლა ავადმყოფ ქალს უჭირს. პანდმიის დროს, ცივი ზამთრის პირობებში კი ამ მანძილის დაფარვა სიკვდილის ტოლფასია. 

თბილისში სატრანსპორტო საშუალებების აკრძალვამ ისედაც გაჭირვებული მოსახლეობა კიდევ უფრო რთულ მდგომარეობაში ჩააგდო, უფასო სასადილოებამდე მცირე ულუფის მისაღებად მოხუცებს და ბავშვებს კილომეტრების გავლა უხდებათ. 

მიუხედავად იმისა, რომ უფასო ულუფის მოლოდინში შორი გზიდან მისული მოხუცები რიგი დგას,  სასადილოებში  გვიმტკიცებენ , რომ  საკვები უძლური ადამიანებისთვის სახლში მიაქვთ. 

მძიმე პანდემიის პირობებში  უფასო სადილამდე მისასვლელი ერთადერთი საშუალება სოციალურად დაუცველებს ხელისუფლებამ მოუსპო. მერიამ კი მათზე არ იზრუნა და საჭირო ტრანსპორტი არ დაუნიშნა რომელიც უფასო სასადილომდე მიიყვანდა. 

სამაგიეროდ, მილიონების დახარჯვა საკუთარ ჩინოვნიკებისთვის არ დაიშურა, 2021 წელს კალაძის უწყება 318 პრემიუმ კლასის ავტომობილს შეიძენს ,სადაც 2 მილიონ ლარზე მეტ ბენზინს ჩაასხამს.  

სახელმწიფოს ერთი ადამიანის სადილი დღეში 1,30 თეთრი უჯდება.  პანდემიამდე, თბილისში ყოველდღე 40 000- ზე მეტი ადამიანი ცხელი სადილის და ახალი პურის მისაღებად უფასო სასადილოში მიდიოდა. ახლა კი  უტრანსპორტობის გამო არავინ იცის, ყოველ დღე რამდენი ადამიანი რჩება მშიერი. 

 

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი