ერაყში საქართველოს მოქალაქე გარდაიცვალა - ემიგრანტები სამშობლოში დაბრუნებას ითხოვენ და ხელისუფლებას მიმართავენ

გამოქვეყნდა:

ერაყში საქართველოს მოქალაქე გარდაიცავალა, თუმცა მისი გადმოსვენება სამშობლოში ვერ ხერხდება. როგორც "მთავარ არხს" გარდაცვლილის ახლობელმა განუცხადა, მამაკაცი გულის შეტევით 24 მარტს დაიღუპა და იმის შემდეგ მორგშია. დაღუპულის ახლობლები საქართველოს ხელისუფლებას მიცვალებულის გადმოსვენებაში დახმარებას სთხოვენ:

1 კვირაა მორგშია. აქაც დიდი ხანი ვერ გააჩერებენ. აქ დაკრძალვას კი არც ერთი ქართველი არ ისურვებს. დადებითი პასუხი არ მოდის არსაიდან. არ იციან როგორ მოგვარდება, გვეუბნებიან რომ საზღვრები არის ჩაკეტილი და როდის გაიხსნება არავინ იცის" აცხადებს "მთავარ არხთან" საუბარში გარდაცვლილის ახლობელი.

ხელისუფლებას დახმარებას და სამშობლოში დაბრუნებას სთხოვენ სხვა ქვეყნებიდანაც. უამრავი ქართველი ევროპის ქალაქების აეროპორტებში და სკვერებში ათევს ღამეს. მათ აღარც საკვების და აღარც უკან დასაბრუნებელი ბილეთის შესაძენი ფული აქვთ. საქართველოს საელჩოები კი ემიგრანტებს ვერ პასუხობენ, როდის შეძლებენ მათ ქვეყანაში დაბრუნებას:

კონსულმა გამცა პასუხი, რომ მე შენ ვერ დაგეხმარები იმიტომ, რომ მე მაქვს ბრძანება სახელმწიფოსგან, რომ დავეხმარო იმ ქართველებს, რომლებსაც საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი აქვთ ნაყიდი" აცხადებს "მთავარ არხთან" საუბარში საქართველოს მოქალაქე.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი