ხვალიდან ტესტირების ახალი მეთოდი შედის ძალაში

გამოქვეყნდა:

ხვალიდან კორონავირუსზე ტესტირებას უფრო მეტ ადამიანს გაუკეთებენ.​ ჯანდაცვის სამინისტრო და დაავადებათა კონტროლის ცენტრი მიდგომებს ცვლის.

კორონავირუსზე ტესტირებას მხოლოდ იმ პაციენტს აღარ გაუკეთებენ ვისაც მოგზაურობის ისტორია ან ინფიცირებულებთან შეხება ჰქონდათ. რამდენიმესაათიანი შეხვედრის შემდეგ ხელისუფლება ინფექციონისტების მოთხოვნას დათანხმდა. ქვეყანაში ცხელების 25 ცენტრი იხსნება, სადაც კორონავირუსზე შეამოწმებენ ყველას, ვისაც საეჭვო სიმპტომები აქვს. 

ტესტირების ახალი მეთოდის ძალაში შესვლის შედეგ, ქვეყანაში ინფიცირებულების რიცხვი გაიზრდება, რადგან ქვეყანაში სავარაუდოდ არიან ადამიანები, რომლებსაც COVID 19 აქვთ, არ იციან და სხვებსაც აავადებენ.

როგორც  ინფექციონისტები  ვარაუდობენ, ახალი ალგორითმის ამოქმედების შემდეგ, პისიარ ტესტებზე მოთხოვნა რამდენჯერმე გაიზრდება.

ამ დრომდე 2200 ასეთი ტესტია ჩატარებული. მოთხოვნის ზრდა კიდევ უფრო დრამატული იქნება ე.წ. სწრაფ ტესტებზე, რომლის მარაგიც ქვეყნაში მხოლოდ რამდენიმე ათასია.

რაც შეეხება ე.წ ოქროს სტანდარტს, ანუ პისიარს - ჯანდაცვის მინისტრის მოადგილეს დღეს არ უთქვამს რა მარაგი აქვს ლუგარის ლაბორატორიას. 

სხვადასხვა გათვლებით, საქართველოში კორონავირუსით 6000 დან 12 000 მდე ინფიცირებულის ჰოსპიტალიზაცია გახდება საჭირო. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი