საქართველოს მოქალაქე , რომელიც ერაყში 24 მარტს გულის შეტევით გარდაიცვალა უკვე 1 კვირაა პროზექტურაშია დასვენებული. ჭირისუფალი ცხედარს ერაყში არ კრძალავს და ვერც სამშობლოში გადმოსვენებას ახერხებს. ოჯახი მზად არის ხარჯები თავად გაიღოს და საქართველოს მთავრობას მხოლოდ ბიუროკრატიული საკითხების მოგვარებაში სთხოვს დახმარებას, თუმცა პასუხს არ სცემენ.
ხელისულებისაგან მიტოვებული მოქალაქეები ევროპაში გამოუვალ მდგომარეობაში არიან. გერმანიაში, საბერძნეთში, პოლონეთში ესპანეთში, საფრანგეთში და იტალიაში ხალხს ან ქუჩაში სძინავს, ან დროებით სხვა ემიგრანტებმა შეიფარეს.
რეისების დანიშვნის მოლოდინში ადამიანებმა ის ბოლო ფულიც კი დახარჯეს, რომლითაც ბილეთები უნდა ეყიდათ, ახლა მათ დიდ ნაწილს ის 200 ევროც აღარ დარჩა. უფასო სპეცრეისებს მთავრობა არ ნიშნავს, მესამე პრეზიდენტის ინიციატივა კი რომელიც მოქალაქეების საკუთარი სახსრებით ჩამოყვანას სთავაზობდა, ხელისუფლებამ დაბლოკა
მიხეილ სააკაშვილის თქმით, ავიაკომპაია "სკაი აპი" მზად იყო შეესრულებინა ავიარეისები და მისი თხოვნით დღეს პირველი მგზავრები უკრაინის ავიახაზებს საქართველოში უფასოდ უნდა ჩამოეყვანა, თვითმფრინავები ასაფრენად მზად იყო, თუმცა საქართველოს მთავრობამ ამის უფლება არ მისცა.
საქართველოს მოქალაქეები ისევ მოლოდინის რეჟიმში არიან, დანიშნული ავიარეისები მგზავრთა ჭარბ ნაკადს არ ყოფნის.