იმერეთში სტიქიას ებრძვიან. რამდენიმე საათიანი გადაუღებელი წვიმის გამო ხარაგაული, სამტრედია და წყალტუბო დაზარალდა.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დატბორილია საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და ეზოები.
მოსახლეობის თქმით, წყლის ტალღამ გაანადგურა მათი ზამთრის მარაგი, დააზიანა ავეჯი და ტექნიკა, დახოცა შინაური ფრინველები.
ადგილობრივები ამბობენ, რომ თუ ხელისუფლება სანიაღვრე სისტემებს არ გაწმენდს, მათ დატბორვის საშიშროება ყოველი წვიმისას დაუდგებათ. მათი თქმით, ადგილობრივი მთავრობა ამ პრობლემას ყურადღებას არ აქცევს.