ხანძრების შემდეგ წყალდიდობა - ძლიერმა წვიმამ რეგიონებში სახლები და ეზოები დატბორა

გამოქვეყნდა:

იმერეთში სტიქიას ებრძვიან. ძლიერმა წვიმამ სამტრედიაში, წყალტუბოსა და ხარაგაულში სახლები დააზიანა და სახნავ-სათესი მიწები დატბორა.

სტიქიამ განსაკუთრებით დააზარალა სამტრედიის მუნიციპალიტეტი. ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილია ეზოები, სახლებში განადგურებულია ზამთრის მარაგი და დახოცილია ფრინველი.

ამ დრომდე მიმდინარეობს წყლის ამოტუმბვის სამუშაოები, თუმცა ადგილობრივი მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი ამბობს, რომ გაუმართავია არხები და ტექნიკაც სტიქიასთან საბრძოლველად საკმარისი არ არის. 

სტიქიას ებრძვიან შიდა ქართლშიც - ხაშურისა და ქარელის მუნიციპალიტეტში სანიაღვრე არხებმა ძლიერ წვიმის შედეგად მოვარდნილი წყალი ვერ გაატარა, დაიტბორა სახლები და ეზოები. წყლით არის დაფარული სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთები, განადგურებულია სასათბურე მეურნეობები. 

დატბორილია დაბა სურამიც. რამდენიმე საათის მანძილზე პარალიზებული იყო ცენტრალური მაგოისტრალი. ადგილობრივების თქმით, პრობლმა ავტობანზე მიმდინარე მშენებლობამ და არასწორად დამონტაჟებულმა სანიაღვრე არხებმა შექმნა. ხელისუფლება პასუხისმგებლობას ვერ გრძნობს, მოსახლეობა კი ამბობს, რომ მათი საკუთრება კარიერებიდან წამოსულმა წყალმა და მეწყერულმა მასამ დააზიანა. 

მწყერმა და ძლიერმა თოვლმა ჩახერგა მესტია ლატალის გზაც - დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიას რეგიონში ამ დრომდე ებრძვიან. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი