დაპირისპირება ბუკნარში, რელიგიურ ნიადაგაზე - არიან დაშავებულები

გამოქვეყნდა:

ფიზიკური დაპირისპირება რელიგიურ ნიადაგზე. ხელჩართული ჩხუბი და ქვების სროლა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ბუკნარში ადგილობრივ ქრისტიანებსა და მუსლიმებს შორის მოხდა. ჩხუბის მიზეზი ერთერთი ადგილობრივის სახლში ლოცვაზე მუსლიმების შეკრება იყო.  

დაპირისპირების შედეგად დაშავდა სამი ადამიანი, რომლებიც ამ დრომდე ჩოხატაურის კლინიკაში იმყოფებიან. დაშავებულები ძირითადად არასრულწლოვნები არიან.

კონფლიქტი კი ადგილობრივ მუსლიმურ და ქრისტიან მოსახლეობას შორის უკვე რამდენიმე კვირაა გრძელდება. მუსლიმი თემი სალოცავს ითხოვს, რასაც დანარჩენები ეწინააღმდეგებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი