ქალბატონი პრეზიდენტი თარგმანში დაიკარგა, როგორც არაერთხელ – ბიწაძე ზურაბიშვილზე

გამოქვეყნდა:

სალომე ზურაბიშვილის გამოხმაურებას, ნინო ბურჯანაძის მიერ ჭორვილის მოდელის კრიტიკაზე, ანზორ ბიწაძე აფასებს, როგორც ზურაბიშვილის მხრიდან ბიძინა ივანიშვილის სიამოვნების მცდელობას.

"აქ ორ შემთხვევასთან შეიძლება გვქონდეს საქმე, ქალბატონი პრეზიდენტი ან თარგმანში დაიკარგა, როგორც არაერთხელ ყოფილა ხოლმე და ვერ მიხვდა უბრალოდ რაზე იყო საუბარი, ან შეიძლება ბიძინა ივანიშვილს სურს რომ ასიამოვნოს. თქვენ გახსოვთ, ალბათ მისი სასწაული განცხადება, როდესაც მან თქვა, რომ პრეზიდენტი კი ვარ მაგრამ პოლიტიკა ჩემი არ არისო, როგორც ჩანს ახლა მასში პოლიტიკოსმა გაიღვიძა, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ესიამოვნებინა, ან უბრალოდ თარგმანში დაიკარგა, როგორც არაერთხელ მოსვლია" – ამბობს "ერთიანი საქართველო– დემოკრატიული მოძრაობა"–ს წევრი ანზორ ბიწაძე

ნეტავ მქონდეს მეც ჩემი ჭორვილა! - ზურაბიშვილი. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი