სუს-ის ტროლები, ბოტები და აქტივისტები ნიკა გვარამიას წინააღმდეგ - შეტევა რელიგიის დაცვის სახელით

გამოქვეყნდა:

სრულიად მუსლიმთა სამმართველოს ყოფილი შეიხი ამბობს რომ ნიკა გვარამიას განცხადებით მისი რელიგიური გრძნობები არ შელახულა და "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის მიერ ნახევრად ხუმრობით გაკეთებული ალეგორია შეურაცხმყოფელი არ ყოფილა. 

ვაგიბ აქპეროვი დარწმუნებულია რომ ყველა ვინც საპირისპიროს ამტკიცებს სუს-ის დავალებას ასრულებს. 

ნიკა გვარამიას განცხადებაში შეურაცხმყოფელი ვერაფერი დაინახა ქართველ მუსლიმთა კავშირის ყოფილმა თავმჯდომარემაც. ტარიელ ნაკაიძე ამბობს რომ ეს "მთავარი არხისა" და მისი დირექტორის წინააღმდეგ დაწყებული მორიგი კამპანიაა. 

ნიკა გვარამიას განცხადება მიუღებელი არ არის არც მუსლიმი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც ამ თემის მიმართ განსაკუთრებით სენსიტიურები არიან. ისინი გადაჭრით ამბობენ რომ გვარამიას ალეგორიას მათი რელიგიური გრძნობებისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია.

ერთერთი პირველი ვინც ნიკა გვარამია მის მიერ გაკეთებული ალეგორიის გამო მკაცრად გააკრიტიკა პარტია "ევროპული საქართველოს" წევრი აჰმედ იმამკულიევი იყო. დღის ბოლოს პარტიამ განცხადება გაავრცელა და განმარტა რომ ეს მისი პირადი აზრი იყო. 

ნიკა გვარამიას წინააღმდეგ სოციალურ ქსელში დაწყებულ კამპანიას რომელსაც უმეტესად სუს-ის მიერ მართული ადამიანები უძღვებოდნენ, გამოეხმაურნენ სახალხო დამცველიც და არასამთავრობო ორგანიზაციებიც. 

მათი შეფასებით, მსგავსი ორკესტრირებული თავდასხმა ერთის მხრივ არის სიტყვის თავისუფლების წინააღმდეგ გალაშქრება და მეორეს მხრივ რელიგიურ ნიადაგზე შუღლის გაღვივების მცდელობა. 

სუს-ის მიერ საგანგებოდ დაგეგმილი ხმაურის შემდეგ საკუთარი გამონათქვამი სოციალურ ქსელში განმარტა ნიკა გვარამიამაც. "მთავარი არხის" გენერალური დირექტორი აბსურდულს უწოდებს ბრალდებას იმის შესახებ თითქოს მან მუსლიმთა სულიერი მამები ცინიკურად მოიხსენია. 

ნიკა გვარამია სწორედ იმ ფაქტებს იხსენებს რომელიც მთავარი არხის ეთერში არაერთხელ გაშუქებულა. მაშინ როდესაც კრიტიკული მედია განგაშის ზარს სცემდა იმის გამო რომ კოვიდპანდემიის დროს მუსლიმებს ბაირამის აღნიშვნა აუკრძალეს, მაშინ როდესაც მთავარი არხი ხმამაღლა საუბრობდა მარნეულში მუსლიმი თემის ინტერესების შელახვის შესახებ.

მაშინ როდესაც ნიკა გვარამიას ტელევიზია მოხესა და ბათუმში მცხეთის პრობლემებზე საუბრობდა, ის ადამიანები ვინც დღეს ნიკა გვარამიას დაუპირისპირდა არაფერს ამბობდნენ.

სწორედ ამიტომ, დღეს მათ მიერ დაწყებული ორკესტრირებული შეტევა კრიტიკული მედიის ხელმძღვანელის წინააღმდეგ უფრო მართულს ჰგავს ვიდრე გულწრფელ წუხილს. 

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი