ჩოხატაურში, მერიის წინ, საპროტესტო აქციაზე მუსლიმი თემის წარმომადგენლებთან მოლაპარაკებაზე, გურიის მაჟორიტარი დეპუტატი მივიდა.
შეთანხმება შედგა და ამ დროისათვის აქცია დასრულებულია. დეპუტატი მუსლიმ მრევლს დაპირდა რომ ხვალინდელი ლოცვის შემდეგ, მათი მოთხოვნილი შეხვედრა შედგება, რომელსაც საპატრიარქოს, მუსლიმი თემისა და ბუკნარის მოსახლეობა დაესწრება, მაჟორიტარ დეპუტატთან ერთად.
მანამდე კი აქციაზე მუსლიმთა სამმართველოს მუფტის გამოჩენას, ხმაური მოჰყვა. აქციის მონაწილეების გაღიზიანება ადამ ანთაძის განცხადებამ გამოწვია, რომელიც ამტკიცებდა, რომ შეთანხმება შედგა, პრობლემა მოგვარებულია და ხვალ ბუკნარში პარასკევის ტრადიციული ლოცვა ჩატარდება.
აქციის მონაწილეები კი მუფტს არ ეთანხმებიან და ამბობენ, რომ პრობლემა არ მოგვარებულა.
ჩოხატაურში შსს-მ დღეს სამართალდამცველების განსაკუთრებული მობილიზება გამოაცხადა. "მთავარის ინფორმაციით, ადგილზე სპეცრაზმი ზუგდიდიდან ჩაიყვანეს.