საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდის წევრები,მათი ხელმძღვანელის, თინათინ ბერძენიშვილის გადადგომის მიზეზს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ თემა არასერიოზულია.
"ჩემთვის ეს თემა რაზეც თქვენ საუბრობთ არგუმენტს მოკლებულია... ამას აბსოლუტურად გამოვრციხავ, ძალიან არასერიოზულია", - ამბობს ირინა ფუტკარაძე, საზოგადოებრიცი მაუწყებლის ბორდის წევრი.
სამოქალაქო საზოგადოების ნაწილს კი მიაჩნია, რომ საჭიროა კითხვები საზოგადოებრივი მაუწყებლის მართველ პარტიასთან კავშირებზეც დაისვას.
"როდესაც მაუწყებლის აწ უკვე ყოფილი გენერალური დირექტორი ხდება მმართველი პარტიის თავჯდომარე, მინიმუმ ლეგიტიმურია ვინმემ დასვას კითხვა, ხომ არ იყო ეს პროცესი უფრო ადრე დაწყებული? ხომ არ იყო რაღაც კავშირები?", - ამბობს სულხან სალაძე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თავჯდომარე
შეგახსენებთ, თინათინ ბერძენიშვილმა ფეისბუქზე კომენტარად დაწერა, რომ ჯულიეტა ვაშაყმაძეს, საკმარისი პატივი მიაგეს და რომ ტელევიზიის შენობაში დგას მემორიალიც და რომ სამძიმარზე, ბევრი თანამშრომელიც მივიდა. ეს მას შემდეგ ითქვა, რაც გიორგი გაბუნიამ, დედას, ჯულიეტა ვაშაყმაძეს თავის გადაცემაში მონოლოგი მიუძღვნა და თქვა, რომ საზ.მაუდან, იქ სადაც ჯულიეტა ვაშაყმაძე 50 წელი მოღვაწეობდა, რის სიმბოლოდაც იქცა - ერთი თაიგულიც არ გაუგზავნიათ, როცა ტელევარაკვლავი გარდაიცვალა.
ამ ნათქვამსა და შემდეგ ბერძენიშვილის კომენტარს გამოეხმაურა ნიკა გვარამიაც. “მთავარი არხის” გენერალური დირექტორი საზ.მაუს ბორდის თავმჯდომარის გადადგომის მოთხოვნას აპირებს.