კორონავირუსი საქართველოს ახალი ძალებით უტევს. კოვიდ 19-ით ინფიცირებულია ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელი, მათ შორის ერთი ფულის საცავის თანამშრომელია.
არსებული ინფორმაციით, ვირუსის გადაცემის წყარო ლარის კუპიურააა. ეს საქართველოში ფულით ინფიცირების მესამე შემთხვევაა.
"ჩატარებული კვლევების შედეგად, ვირუსი დაუდასტურდა იზოლაციაში მყოფ 7 თანამშრომელს. ამჟამად ისინი გადაყვანილი არიან შესაბამის სტაციონარში და ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ, გადიან სამკურნალო პროცედურებს და მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ამჟამად მიმდინარეობს გაფართოებული ეპიდემიოლოგიური კვლევა ყველა შესაძლო კონტაქტების დადგენის მიზნით.
პირები, რომლებსაც დაუდასტურდა ვირუსი, ერთი სტრუქტურული დანაყოფის თანამშრომლები არიან. ისინი სრულიად დისტანცირებული იყვნენ და ბოლო ორი კვირის განმავლობაში მათ შემხებლობა არ ჰქონიათ ბანკის სხვა თანამშრომლებთან.
მიუხედავად იმისა, რომ ეროვნული ბანკის თანამშრომელთა 90% დისტანციურად ასრულებს მოვალეობებს, ეროვნული ბანკის ყველა შენობაში მაინც მიმდინარეობს ინტენსიური სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები,"- ნათქვამია განცხადებაში.
კოვიდ 19-ით დაავადდა, სავარაუდოდ, გადაუდებელი მედიცინის ჯგუფის ექიმი, ის ევექსის კლინიკასა და ამტელ ჰოსპიტალში მუშაობდა.
მას კორონავირუსის სწრაფი ტესტით უკვე დაუდასტურდა და ახლა გადმოწმება მიმდინარეობს. ექიმი რომელსაც სავარაუდო კორონავირუსი დაუდგინეს, მიმღებ განყოფილებაში მუშაობს, უცნობია ის საავადმყოფოში დაინფიცირდა თუ სხვა ადგილას.