ექიმის ინფიცირების პირველი სავარაუდო შემთხვევა თბილისში - მედიკოსს სწრაფი ტესტით ვირუსი დაუდგინდა

გამოქვეყნდა:

ექიმის ინფიცირების პირველი სავარაუდო შემთხვევა თბილისში. მედიკოსი, რომელსაც სწრაფი ტესტით, კორონავირუსი დაუდასტურდა ორი დიდი სამედიცინო კლინიკის, გადაუდებელი მედიცინის ცენტრის  თანამშრომელია. ექიმი, ახლა ინფექციურ საავადმყოფოში ანალიზის პასუხებს ელოდება.

ამ შემთხევაში, გამოცდას აბარებს სწრაფი ტესტიც, რადგან თუ აღმოჩნდება, რომ მედიკოსის შემთხევაში სწრაფი ტესტი შეცდა, ეს ნიშნავს, რომ ტესტები შესაძლოა, არასანდო აღმოჩნდეს.

"ჩვენს კლინიკაში 24 რიცხვის შემდეგ არ ყოფილა და არც უწევდა მორიგეობა. როგორც მე ვიცი, მას აღენიშნება სუსტად დადებით სწრაფ ტესტზე და დანარჩენი კვლევები დაგეგმილია დღეისთვის. ზუსტად ექნება თუ არა არ ვიცი. მაგრამ რომც ჰქონდეს, არ მგონია, ჩვენი კლინიკა რისკის ქვეშ იყოს, რადგან ეს ექიმი ჩვენს კლინიკაში არ ყოფილა,"-აცხადებს "ამტელ ჰოსპიტალის" კლინიკური დირექტორი ლაშა მაჭარაშვილი. 

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი