10 ქულა სტუდენტებს, რომლებიც გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ 

გამოქვეყნდა:

10 ქულა სტუდენტებისთვის, რომლებიც "ოცნების" დეპუტატს გიორგი ვოლსკის დაბადების დღეს მიულოცავენ.

სტუდენტური პარლამენტის წევრების ნაწილმა დღეს სოციალურ ქსელში საერთო ჩატის მიმოწერა გაავრცელა, რომელშიც ჩანს, როგორ ითხოვს მათი კურატორი, "ქართული ოცნების" დეპუტატს დაბადების დღე მიულოცონ და ამის დამდასტურებელი ფაქტი გადაუგზავნონ.

ვოლსკიმ დღეს "მთავარ არხს" დაუდასტურა, რომ სტუდენტური პარლამენტის წევრებისგან მილოცვები მიიღო:

"სტუდენტური პარლამენტის წევრებსაც ვიცნობ და უამრავ სხვა ახალგაზრდას, უამრავ სხვადასხვა გაერთიანებაში და თუკი ფეისბუქს გაშლით ნახავთ მილოცვასაც და რატო ამოიჩემეთ სტუდენტური პარლამენტი, ჩემთვის ნამდვილად გაუგებარია. ისე ვინც მომილოცა, მათ შორის სტუდენტურ პარლამენტს ხაზგასმით მინდა გადავუხადო მადლობა", - ამბობს გიორგი ვოლსკი 

 

მთავარი 12:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი