ვაკეში ჭავჭავაძის გამზირზე გაკეთებული ნაგვის ურნები ნაგავს ვეღარ იტევენ. ოპოზიცია კახა კალაძეს აკრიტიკებს და კორუფციულ გარიგებებზე საუბრობს.
ხელისუფლების ოპონენტების მტკიცებით დედაქალაქის მერმა აღნიშნულ ურნებზე 3 მილიონ ლარიანი ხელშეკრულება ბექა ოდიშარიას ქვისლის ლევან გოგსაძის კომპანიას გაუფორმა, რომელიც ასევე ქართული ოცნების შემწირველია.
"რამდენიმე ათეული ათასი ლარით მეტი გადაიხადა კალაძემ ამ ურნებში, თანაც, შეუსაბამოა დასახლებული პუნქტებისთვის, ერთი მანქანა ემსახურება მთელ ვაკეს და ის მანქანა რომ გაფუჭდეს, შეიძლება ვაკელები ნგავში დაიხრჩონ", - ამბობს ლევან ხაბეიშვილი.
ოპოზიციის შეფასებით, ყველაფერთან ერთად, საბაზრო ღირებულებასთან შედარებით მისი ფასი ხელოვნურად არის გაზრდილი.