გელათის სახურავის ნაწილმა დიდთოვლობას ვერ გაუძლო და ჩამოშალა. სამონასტრო კომპლექსი, რომელიც ჯერ ბრეზენტით, შემდეგ კი თუნუქით გადახურეს, ამ სიმძიმესაც ვერ გაუძლო.
ძეგლთა დაცვის სააგენტოს გადაწყვეტილებით, დაჯარიმდა რეაბილიტაციაზე მომუშავე 2 კომპანია და საქმეში ჩაერთო მესამე, რომელმაც შეცდომები უნდა გამოასწოროს.
"მთლიანად რევიზია მიმდინარეობს საჟოლობო სისტემის და ასევე გადახურვების, სადღაც ერთ ადგილზე პირი იყო აწეული იმ ადგილების ჩამაგრებები უნდა მოხდეს და მეტი დაცულობა იყოს... ცრუ განგაშია. იმ ადგილზე არიან მთამსვლელები ეხმარებიან ჩვენ სპეციალისტებს რომ ისე გამაგრდეს, რომ პრობლემები არ ჰქონდეს ", - ამბობს ნიკოლოზ ანთიძე, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დირექტორი.
სპეციალისტები კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის უმძიმეს მდგომარეობაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ გელათი დიდი საფრთხის ქვეშაა.
"კრიზისი ეროვნული ძალებით უკვე გადაულახავია. ისე შევიდა ჩიხში, რომ საერთაშორისო საზოგადოება სასწრაფოდ უნდა იქნას ჩამოყვანილი, რომ ეს კრიზის მენეჯმენტი დაიგეგმოს... გელათის გადარჩენა ამ რესურსით, რომელიც აქვს კულტურის სამინისტროს და ეროვნულ სააგენტოს შეუძლებელია და გელათი დაიღუპება", - ამბობს ნიკოლოზ ვაჩეიშვილი
სპეციალისტები გელათის სამონასრო კომპლექსში ამ წუთებშიც იმყოფებიან, თუმცა ჯერჯერობით უცნობია გეგმა, რა უნდა გაკეთდეს იმისთვის, რომ კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის განადგურება შეჩერდეს.