პასუხის პასუხი - რუსეთის საპატრიარქო იმუქრება

გამოქვეყნდა:

საქართველოს საპატრიარქო არჩევანის წინაშეა - სინოდმა გადაწყვეტილება უნდა მიიღოს, შობის ღამის სკანდალის გამო შეინარჩუნებს თუ არა რუსეთთან საეკლესიო კავშირს. 

7 იანვრის ღამეს, ოკუპირებული ცხინვალის სამების ტაძარში ვლადიკავკაზისა და ალანიის მღვდელმსახურმა სადღესასწაული წირვა რუსეთის ეკლესიის კურთხევით აღავლინა, ტაძრის წინამძღვარმა სერგი კოკოევმა უხეშად დაარღვია საეკლესიო კანონი და შეურაცხყოფა მიაყენა ქართულ ეკლესიას - სწორედ ამის გამო, საპროტესტი წერილი საპატრიარქოს საერთაშორისო განყოფილების ხელმძღვანელმა, მეუფე გერასიმემ, რუსეთის საპატრიარქოს მიწერა, თუმცა ბოდიშის ნაცვლად პატრიარქ კირილის სამდივნოსგან კრიტიკა დაიმსახურა. მეუფე გერასიმე პროვოკაციაში დაადანაშაულეს.

წერილი რუსეთის ეკლესიის პროპაგანტისტულ ვებგვერდზე 18 იანვარს გამოქვეყნდა. ვრცელი ანალიტიკური სტატია საქართველოს ეკლესიის მღვდელმთავრების შეურაცხყოფას ეხება. 

ოკუპანტი ქვეყნის ეკლესია ოკუპირებულ ტერიტორიაზე წირვის ჩატარებაში პრობლემას ვერ ხედავს. რუსეთის ეკლესიის გავლენიანი მღვდელმთავრის, ილარიონ ალფეევის, დაკვეთით შექმნილ სტატიაში კარგად იკითხება, რომ მათ პრეტენზია აქვთ, რატომ გამოთქვა პროტესტი საქართველოს საპატრიარქომ.

მღვდელი, რომელმაც შობას უკანონი ღვთისმსახურება აღავლინა ოკუპირებულ ცხინვალში, კარგად ცნობილი სასულიერო პირია. სერგეი კოკოევის ბიოგრაფია ევარქიის ვებგვერდზე ვრცელ ისტორიას მოიცავს, განსაკუთრებით მძიმე კი ომის პერიოდის საქმიანობაა. კოკოევი 2004-2008 წლებში საქართველოს წინააღმდეგ იბრძოდა, რის შემდეგაც ცხინვალში ეკლესია ააშენა - აქედან მოყოლებული ქართული იურისდიქციის გვერდის ავლით ღვთისმსახურებას ეწევა. ეს კარგად იციან საქართველოს საპატრიარქოშიც, თუმცა რეაგირება არც ახლა და არც წლების განმავლობაში საკმარისი არ აღმოჩნდა.

"მთავარი არხი" დღეს ცხინვალისა და ნიქოზის ეპარქიაშიც ჩავიდა. მეუფე ისაია, ეპარქიის მმართველი, შობის ღამეს კოკოევის უკანონო მსახურებაზე  კომენტარს არ აკეთებს. მღვდელმთავარი პირად საუბარში ამბობს, რომ ეპარქიის სპეციფიკის გამო ვითარების გამწვავებას ერიდება. ამის პარალელურად, ოკუპირებულ ცხინვალში უკანონო საეკლესიო მსახურება ისევ გრძელდება, ერთმორწმუნე რუსეთი კი მომხდარში ისევ ქართველ სამღვდელოებას ადანაშაულებს.       

მთავარი 15:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი