აღდგომა კომენდატის საათსა და კარანტინში - მთავრობა ეკლესიაში არ მივა, საპატრიარქო კი არაფერს ცვლის

გამოქვეყნდა:

აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულამდე 2 კვირით ადრე ისევ გაურკვეველია, როგორ ჩაივლის ყველაზე მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაული ეპიდემიისა და კომენდანტის საათის პირობებში. დღეს მთავრობის წევრებმა ერთმანეთის მიყოლებით განაცხადეს, რომ ეკლესიაში მისვლას არ აპირებენ.

ვიცე პრემიერი პირველია ვინც, დღეს საჯაროდ თქვა, რომ აღდგომის სადღესასწაულო ლიტურგიას არ დაესწრება, მაია ცქიტიშვილის შემდეგ საქართველოს მთავრობის ყველა მინისტრმა, ვინც დღეს კამერების წინ გამოჩნდა, თქვა, რომ 19 აპრილს ეკლესიაში არ წავა.  

ეკლესიაში არ მიდის არც ქვეყნის ერთ-ერთი მთავრი ინფექციონისტი, პაატა იმნაძემ ყველაზე უკეთ იცის, რა რისკი აქვს, დახურულ სივრცეში ასობით ადამიანის შეკრებას და შემდეგ საერთო კოვზით ზიარებას. 

საქართველოს მთავრობისგან განსხვავებით, დღეს სრულიად ბუნდოვანი იყო "ქართული ოცნების" უმრავლესობის პოზიცია, პარტიის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომენტარი საერთოდ არ გააკე​​თა, კამერების წინ გამოჩნდა რატი იონათამიშვილი რომლმაც თქვა, რომ ეკლესიაში პოლიტიკოსების მისვლა ჟურნალისტების საქმე არ არის.

დღეს საპატრიარქოს სახელით განცხადება მამა ანდირია ჯაღმაიძემ გააკეთა, მღვდლებს ხატების დეზინფექცია სპირტით და ვარდის წყლით ურჩია, თუმცა არ უთქვამს, როგორ ჩაივლის წლის მთავრი რელიგიური დღესასწაულის ღამე ტაძრებში.

მღვდლების ერთმა ნაწილმა მრევლს ტაძრებში მისვლა აღდგომას 21 საათამდე სთხოვა. მათი თქმით, კომენდანტის საათის დროს ანუ დილის 6 საათამდე ხალხი ეკლესიებში დარჩება, თუმცა მთავრობამ დღეს სასულიერო პირებს უთხრა, რომ ესეც კანონი დარღვევაა. სასულიერო პირები ისევ საპატრიარქოს მესიჯის მოლოდინში არიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი