ინფექციურ საავადმყოფოში მყოფი პაციენტებიდან ერთის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. როგორც ინფექციური საავადმყოფოს დირექტორი, მარინა ეზუგბაია ამბობს, ორი კრიტიკული პაციენტიდან ერთის მდგომარეობა დასტაბილურდა.
COVID 19-ის დადასტურებული 156 შემთხვევიდან თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში 39 პაციენტი გადის მკურნალობას.
კრიტიკული ორი რომ გვყავდა, ახლა ვამბობთ, რომ კრიტიკული ერთი დაგვრჩა. მეორე კრიტიკულის მდგომარეობა სტაბილურია. ჯერჯერობით, კვლავ მძიმედ რჩება. ერთი კრიტიკული გვყავს და ოთხი მძიმე პაციენტი, რომლებიც ინტენსიურ მეთვალყურეობას და მკურნალობას საჭიროებენ. ვნახოთ, რამდენიმე დღეში შეიძლება ამათი მდგომარეობაც დასტაბილურდეს და უკვე პროგნოზირება შესაძლებელი იქნება, რომ უკვე მათი გამოჯანმრთელებაც დადგება”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.
ახალი შემთხვევა კი ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში დადასტურდა. 30 წლამდე მამაკაცს ახალი კორონავირუსი დაუდასტურდა. ახალგაზრდა კაცს უცხოეთში მოგზაურობის ისტორია აქვს.პაციენტი სამედიცინო დაწესებულებაში მაღალი ტემპერატურის და პლევმონიით შეიყვანეს, მისი მდგომარეობა საშუალო სიმძიმის არის.
რაც შეეხევა ბოჭორიშვილის კლინიკას, აქ ახალი კორონავირუსით ინფიცირებული ორი ახალი პაციენტი მოათავსეს, მათგან ერთი 13 წლის ბავშვია, მეორე კი ზრდასრული. ბოჭორიშილის სახელობის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, მაკა სოლოღაშვილმა აღნიშნა, რომ ორივე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
მისი თქმით, ახალი ინფიცირებულები ოჯახის წევრისგან დაინფიცირდნენ.
ჩვენს კლინაში 11 ინფიცირებული პაციენტია, 11-დან ერთი პაციენტი გამოჯანმრთელებული და ამ წუთებში ეწერება. ორი ახალი პაციენტიდან ერთია 13 წლის ბავშვბი და ერთი ზრდასრული. დადასტურებული დიაგნოზით 10 პაციენტიდან ორის მდგომარეობა მძიმეა, ერთი მეტ–ნაკლებად საყურადღებოა, დანარჩენი სტაბილურია. როგორც ბრძანეთ, სასწრაფო დახმარების ექიმის ინფიცირება ჩვენთან არ დაფიქსირეულა. დანარჩენი ინფიცირებული სამედიცინო სფეროს წარმომადგენელი ჩვენთან არაა“, - განაცხადა მაკა სოლოღაშვილმა.
საქართველოში ახალი კორონავირუსის 156 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის 28 პაციენტი უკვე გამოჯანმრთელდა.