ომანში ქართველი მეზღვაურები დახმარებას ითხოვენ - მათ სამშობლოში დაბრუნება უნდათ

გამოქვეყნდა:

ქართველი მეზღვაურები ომანში დახმარების მოლოდინში არიან. ისინი პორტში არიან გაჩერებული, თუმცა გემის დატოვებასა და ხმელეთზე გადასვლას ვერ ახერხებენ. საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ინფორმაციით, პრობლემა ტვირთის მფლობელსა და გემთმფლობელს შორის მიმდინარე კერძო სამართლებრივი დავის გამო შეიქმნა და მოლაპარაკება მხარეებთან უკვე დაწყებულია.

მეზღვაურების მთავარი მოთხოვნა სამშობლოში დროულად დაბრუნებაა, თუმცა ამ დროის მონაცემებით, მათ ესაჭიროებათ საკვები, სასმელი წყალი და მედიკამენტებიც, რომელთა მარაგიც თითქმის ამოეწურათ. გემის ეკიპაჟი 24 წევრისგან შედგება, მათგან 15 საქართველოს მოქალაქეა, მათ ორი თვის წინ ჩამოართვეს პასპორტი და დოკუმენტაცია, რის გამოც მათ ომანში გადაადგილების უფლებაც არ აქვთ. 

"არც წყალი, არც შუქი, არც საჭმელი, ფაქტიურად გვაშანტაჟებენ, ასე გამოდის. პრობლემა დაახლოებით, დაწყებულია 2 თვის წინ, ვიმყოფებით ომანში, კომპანია ჩვენზე პასუხისმგებლობას აღარ იღებს, არც საკვებზე, არც წყალზე, არც ხელფასზე. პასპორტებს არ აბრუნებენ უკან, ჩვენი მოთხოვნაა რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს რეაგირება", - ამბობს, მეზღვარური, ზურა თურმანიძე. 

საზღვაო ტრანსპოროტის სააგენტოში აცხადებენ, რომ ისინი ყველა ჩართულ მხარესთან მუშაობენ, როგორც მეზღვაურებთან, ასევე, გემის მფლობელთან, ტვირთის მფლობელთან და მის აგენტთან ომანში. 

"სხვადასხვა წყაროდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, მეზღვაურები ამჯერად არიან ნორმალურ პირობებში, პროცესში ჩართულია საქართველოს საელჩოც, რომელმაც უკვე მიმართა ომანურ მხარეს ქართველი მეზღვაურების რეპატრიაციასთან დაკავშირებით", - ნათქვამია განცხადებაში. 

მათი განცხადებით, საჭირო პროცედურების გავლის შემდეგ, რაც გარკვეულ დროს მოითხოვს მეზღვაურები სამშობლოში დაბრუნდებიან.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი