ქუთაისი ეროვნული სიმბოლოს გარეშე კიდევ ერთხელ დარჩა - უცნობია, სად წაიღეს 65 000-ლარიანი დროშა.
ცნობისთვის, 47 მეტრიანი დროშის სადგარი ქუთაისში ძირითადად დროშის გარეშეა აღმართული - ხშირად ქარის გამო. დროშის მონტაჟისთვის მერიამ ტენდერი 6-ჯერ გამოაცხადა, ქალაქის ბიუჯეტს კი მისი აღმართვა 65 ათასი ლარი დაუჯდა.