ჩუღურეთის გამგეობასთან, 11–მა დევნილი ოჯახმა, რომელთაც მერიამ სახლის დასატოვებლად 1 კვირა მისცა აქცია გამართა.
მერიის მოთხოვნით, იძულებით გადაადგილებულებმა ჩუბინაშვილი–კონსტიტუციის კვეთაზე მდებარე შენობა , რომელიც მათი დროებითი საცხოვრებელია, უნდა დატოვონ.
მერიის თქმით, შენობა, რომელი ოჯახებმა უნდა დატოვონ კერძო საკუთრებაა და იქ ახალი ობიექტი უნდა აშენდეს.
ჩუღურეთის, რაიონის გამგებელი, ამბობს, რომ მერია ოჯახებს ქირისთვის თანხას გამოუყოფს.
"მოსახლეობა, არც ერთი ადამიანი არ დარჩება ღია ცის ქვეშ, კერძო კომპანია სთავაზობს ფულად კომპეტენციას" – ამბობს ჩუღურეთის რაიონის გამგებელი ზურაბ ჩიკვილაძე
თუმცა მრავალშვილიანი ოჯახები ამბობენ, რომ ქირის გადასახდელად მერიის გამოყოფილი 300 ლარი არასაკმარისია.
მოქალაქეები, ამბობენ, რომ მათ მიიღეს დაპირება, თუ მმართველ პარტიას მხარს დაუჭერდნენ, უზრუნველყოფილი იქნებოდნენ საცხოვრებელი ფართით, რაც არ შესრულდა.
ამ წუთებში, 11 დევნილი ოჯახი, ჩუღურეთის გამგებელთან შეხვედრას მართავს.