ონლაინსწავლების მძიმე შედეგები - ბავშვთა ფსიქოლოგებისა და მშობლების მოთხოვნა

გამოქვეყნდა:

მარტოხელა დედის და მცირეწლოვანი გოგონას  ბოლო ულუფა მოხარშული მაკარონია, ერთადერთი შემოსავალი - 140 ლარი არაფერში ჰყოფნით. ლიზი 9 წლისაა და არც შესაბამისი ტექნიკა და არც ინტერნეტი აქვს, რომ გაკვეთილებს დაესწროს. 

ცხოვრება საკლასო ოთახის გარეშე  რთულია, სრულფასოვნად  საგაკვეთილო პროცესს ვეღარ ესწრება. ინტერნეტს ვერ ყიდულობენ, სახლის გარეშე რომ არ დარჩნენ დედა ცდილობს ქირაში ბოლო კაპიკები გადაიხადოს, სოციალური დახმარება მხოლოდ მცირე საკვებისთვისაა საკმარისი. 

ლიზის მსგავსად საქართველოში, ყველა მოსწავლე სკოლის მიღმა დარჩა, განათლების მიღებას მათი უმრავლესობა ონლაინ გაკვეთილებით სრულფასოვნად ვერ ახერხებს.

ელზა ბადაშვილს 20 წელია კერძო სკოლა აქვს, მაგრამ ასეთი რთული გამოწვევის წინაშე არასდროს მდგარა. ფიქრობს, რომ ბაშვებისთვის ერთწლიანი პაუზა სასწავლო პროცესის სრულ ჩავარდნას გამოიწვევს. სახელმწიფოს აღარ ენდობა და არც იმედი აქვს , რომ 1 მარტს სკოლები გაიხსნება, რადგან ამისათვის განათლების სამინისტრო არაფერს აკეთებს. სახელმწიფოსგან კი კონკრეტულ გეგმას ითხოვს, თუ რა პირობებში და როდის შეძლებენ სასწავლო პროცესის აღდგენას. 

სკოლების მსგავსად საბავშვო ბაღების დაკეტვა, რომ  ბაშვებისთვის განვითარების დამღუპველია იციან ბაღის აღმზრდელებმა. ერთწლიანმა ჩაკეტვამ ბავშვებში კოგნიტური, ემოციური და მოტორული უნარების დაქვეითება გამოიწვია და შესაბამისად სახელმწიფო უწყებებისგან რეგულაციების დაცვით სასწავლო პროცესის განახლებას მოითხოვენ.

საქართველოს მასშტაბით საჯარო სკოლები 5 დიდი ქალაქის გარდა 1 თებერვალს გაიხსნება , მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი უწყებებს არაფერი უთქვამთ იმის შესახებ, თუ რა კრიტერიუმი უნდა დააკმაყოფილოს საგანმანათლებლო დაწესებულებამ. ექიმები და ფსიქოლოგები კი ამბობენ, რომ სასწავლო პროცესის სასწრაფო აღდგენა მომავალი თაობის განვითარებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. 

ტულეინის უნივერსიტეტში ჩაატარეს კვლევა, რომელიც აჩვენებს რომ ამერიკაში სკოლების კვლავ გახსნის შემდეგ ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი არ გაზრდილა. კვლევაში ასევე საუბარია, რომ ბევრ ოლქში პირიქით, მას შემდეგ რაც სკოლები კვლავ გაიხსნა, ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი ნორმების დაცვის გამო შემცირდა.

ექიმებთან ერთად სკოლების გახსნის აუცილებლობაზე საუბრობენ ბავშვთა ფსიქოლოგებიც.

მიუხედავად მრავალთვიანი მოთხოვნისა და მშობლების არაერთგზის პროტესტისა, გაიხსნას სკოლები და ბაღები, შედეგი არ მოჰყოლია.  

სახელმწიფო უწყებები მხოლოდ იმას აკეთებენ, რომ სკოლების გახსნის კონკრეტულ თარიღებს ასახელებენ, მაგრამ როგორც წესი ეს პროცესი უსასრულოდ იწელება.

პროტესტი თბილისში | "მთავარის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი