თუ პარაზიტი იქენი, შტერივით იყავი, მაშინ, არ ჯობია, პატარა მოკვდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს? - დეკანოზი თადეოზი ამბიონიდან

გამოქვეყნდა:

დეკანოზი თადეოზ სარალიძე საკვირაო ქადაგებაში - პანდემიაზე საუბრისას - ქართველების განსაკუთრებულ გენეტიკურ სიძლიერეზე საუბრობს, ბავშვებს ამშვიდებს და საბოლოოდ ფიქრობს, რომ თუ ადამიანი "შტერივითაა", ჯობია, "პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს"

"რითი მოიხადეთ [კორონავირუსი]? - ღვთისმშობლის დახმარებით და გენეტიკური სიძლიერით. ხალხი აბოდებს, ქართველებს რა გენეტიკა აქვთო... ესპანეთი, იტალია, სულ პანტა-პუნტით დაყარეს ხალხი. გენეტიკა არ უვარგათ, ღვთის წყალობა იმათ არა აქვთ. ესპანელებზე მითხრეს, ფეხი რომ წამოკრას ქვას, ღმერთს იხსენიებს ცუდად ეს დეგენერატი და კიდეც გაავსო ღმერთმა მკვდრებით იქაურობა და უარესს იზამს კიდო... ნუ გეშინიათ, ბავშვებო, არაფერიც არ დაგეტაკებათ, თქვენ მთავარია ვაჟკაცები იყავით, პატიოსნები იყავით, ეკლესიის ერთგულები იყავით და ისეთი რამე გააკეთეთ, რომ ქვეყანას გამოადგეთ. თუ არა და, თუ პარაზიტი იქენი, ტელეფონზე დაჯექი, შტერივით იყავი, მაშინ, არ ჯობია, პატარა მოკვდეს და სასუფეველში წავიდეს, ვიდრე დიდი ვირი გაიზარდოს და უმაქნისი იყოს?", - ამბობს დეკანოზი თადეოზი. 

მისივე თქმით, რადგან "ამ მოწამლულ ქვეყანაში ჭიათურაში, მაღაროელებს ემსახურება, თვეში ერთხელ 1 000 ევრო უნდა ჩაუდონ ჯიბეში".

პროტესტი გმირთა მოედანზე | "მთავარი არხის" საგანგებო ეთერი
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი