გვაფიქრებინებენ, რომ ჩავერიოთ, ასე თუ გაგრძელდა, მაგასაც ვიფიქრებთ - მეუფე იაკობი პოლიტიკურ პროცესებზე

გამოქვეყნდა:

საზეიმო მღვდელმსახურების დასრულების შემდეგ, ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა საყოველთაო შერიგებასა და ქვეყანაში არსებულ პოლიტიკურ კრიზისზე ისაუბრა, ამავე დროს, არ გამორიცხა, რომ პოლიტიკური კრიზისის გაგრძელების შემთხვევაში, პოლიტიკურ პროცესებში, შესაძლოა, ეკლესიაც ჩაერიოს. 

"მე ვფიქრობ, საქართველოს ყველა მოქალაქე უნდა შერიგდეს. თუ ასე გაგრძელდა, ვერ განვვითარდებით. ჩემთვის აუტანელი და მიუღებელია პოლიტიკოსების ასეთი ქცევა. განსაკუთრებით მათი, ნათქვამი რომ არ მქონდა ჯერ, იქნებ ეკლესიაში მოხვიდეთთქო და უცბად გააკეთეს სწრაფი განცხადებები. სეკულარიზმზე რო მიმითითებენ, რა იციან, რა არის სეკულარიზმი.

ძალიან მძიმე კრიზისია ქვეყანაში. ოპოზიციის ნებაა, უნდა შევლენ პარლამენტში და უნდა - არა. მაგრამ ხომ ხვდებიან, რომ ქუჩაში იმდენი ძალა აღარ აქვთ, უბრალოდ ხალხი ვერ გამოჰყავთ.წარმოიდგინეთ, ეკლესიას რომ დასჭირდეს და დაუძახოს, ასე ცოტა ხალხი გამოვა?

იმას გვაფიქრებინებენ, რომ ჩავერიოთ. ასე თუ გაგრძელდა, მაგასაც ვიფიქრებთ. ასე დაღუპავენ ქვეყანას. ცოტა კარგად გავხდები და მაგას ვნახავთ. ცალ- ცალკე ქვეყანას ვერავინ უშველის, ერთად უნდა იყოს ყველა", - განაცხადა მეუფე იაკობმა. 

შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა ნინოობის დღესასწაულთან დაკავშირებული წირვის დასრულების შემდეგ, დღეს ჟურნალისტებთან, მესამე ძალის აუცილებლობის შესახებაც ისაუბრა, განაცხადა რა, რომ იქნება მესამე ძალა, ბევრად ძლიერი.

ია გულიაშვილი

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი