ამას ჩვენი სოფლიდან არავინ ჩაიდენდა - გაგის ციხეზე ჯვრის მოხსნის გამო, მუსლიმები გარე ძალების ინტერესზე საუბრობენ

გამოქვეყნდა:

ადგილობრივი მოსახლეობა მარნეულის სოფელ კუშჩუსთან აღამრთული ჯვრი გაურკვეველ ვითარებაში დაკარგვას აპროტესტებს. ციხესიმაგრეზე მარნეულისა და კუმურდოს ეპარქიის მიერ აღმართული ჯვარი დაუდგენელმა პირებმა მოხსნეს. ამ წუთებში სოფელში მეუფეს ელოდებიან და ახალი ჯვრის აღმართვას გეგმავენ. 

"ჩვენი სოფლიდან არავინ ჩაიდენდა ამას, ჩვენი სიმბოლოცაა ეს დროშა, ჩვენი სამშობლოა და ეს ყველაფერი გარედან სიტუაციის დაძაბვის მცდელობას ჰგავს - ეს დროშა და ჯვარი წლებია, აქ არის და რატომ ახლა გაქრა მაინცდამაინც?", - ამბობს ადგილობრივი მცხოვრები. 

კომენტარს მუსლიმთა თემის უმაღლესი წარმომადგენელიც აკეთებს.

"ჩვენ რელიგიურ ნიშნებსა და სიმბოლიკებს პატივს ვცემთ, ასეც უნდა იყოს. ჯვარიც, დროშაც პატივსაცემი სიმბოლიკებია. ვინმე ჯვარის მიმართ ასე თუ იქცევა, ეს დასაგმობია და ვგმობთ კიდეც. თუმცა ჯვარიც და სხვა მსგავსი სიმბოლიკები თავის ადგილზე ლამაზია. ეს სოფელი აზერბაიჯანელებით დასახლებული სოფლებია და აქ ამ ჯვრის აღმართვა არასწორი იყო .

ახლა კი ასეთი საეჭვო პროვოკაციული ამბავი მოხდა. როცა მარნეულის ბიუჯეტიდან ეკლესიის დაიფნანსება გავაპროტესტეთ, მაშინ ნარიმანოვის თემით დაძაბეს სიტუაცია. ახლა კი მარნეულის სოფლებში მიწების ამბებზე ადგილობრივი ეპარქიის მღვდლებსა და გლეხებს შორის დაპირისპირებას ამ ჯვრის აღების ფაქტი დაემთხვა.

გონივრული ეჭვი ჩნდება რომ ამას სპეციალურად აკეთებენ რომ ხახლხის გრძნობებით ითამაშონ და ვითარება დაძაბონ. მეუფე გიორგი ჯამდელიანი სულ ძაბავს ურთიერთობას აქ ამ რეგიონში. ეს ჩვენი ქვეყანაა და სიმშვიდე გვინდა და არა ვითარების დაძაბვა. ჩვენ აქ სიყვარულით და ურთიერთპატივისცემით უნდა ვიცხოვროთ", - აცხადებს სრულიად საქართველოს მუსლიმთა უმაღლესი რელიგიური სამმართველოს შეიხი, მირთაგ ასადოვი.

ამ წუთებში სოფელში ქრისტიანი მოსახლეობა იკრიბება და კიდევ ერთი ჯვრის აღმართვას გეგმავს, ისინი ადგილზე მეუფე გიორგი ჯამდელიანს ელოდებიან.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი