სისტემა რომელზეც დეკანოზი თადეოზი ამბიონიდან საუბრობს, ქურდულ სამყაროს უკავშირდება. სასულიერო პირი ახლა დამშვენებული ჯვრით წლების წინ თავად იყო იმ სისტემის წევრი და პირადად იღებდა მონაწილეობას ე.წ. კრიმინალური ავტორიტეტების მოლაპარაკებებში. წლების შემდეგ მღვდლის დამოკიდებულება წარსულის მიმართ ვერც ანაფორამ შეცვალა და ვერც საეკლესიო ხარისხმა, ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი თადეოზ სარალიძე ისევ შავი სამყაროს ბიჭებს აქებს.
სასულიერო ცხოვრების ოც წლიანი მოღვაწეობის მიუხედავად დეკანოზ თადეოზს კრიმინალური წარსულის მიმართ ნოსტალგია ისევ აქვს. ჭიათურისა და საჩხერის ეპარქიის მღვდელმსახურის ბოლო საკვირაო ქადაგება იმდენად სკანდალური აღმოჩნდა რომ ერიც და ბერიც ვერ მალავს უკმაყოფილებას, ამბიონიდან შემზარავი გზავნილების გამო. სახარებისეული სწავლებისგან რადიკალურად წინააღმდეგობრივი იყო დეკანოზის ქადაგების ყველა მოსაზრება.
მღვდელმა ბავშვები სასიკვდილოდ 1 წამში გაიმეტა. ამ ქადაგებიდან მალევე სოციალურ ქსელში სასულიერო პირის მიმართ მწვავე აგრესია წამოვიდა.
მამა თადეოზ სარალიძის სულიერი შვილები ცდილობდნენ სასულიერო პირის მოსაზრების გამართლებას თუმცა უშედეგოდ.
საკუთარ სიტყვებზე განმარტება არ ისურვა თავად დეკანოზმა და დღეს ტაძარში წირვაზე საერთოდ არ გამოჩენილა.
საჩხერისა და ჭიათურის მიტროპოლიტი უახლოეს დღეებში დეკანოზ თადეოზ სარალიძის საკითხს კრებაზე დააყენებს და საეკლესიო სასჯელს დაადებს. რამდენად საბედისწერო იქნება ერთი ქადაგება მღვდლისთვის ჯერ უცნობია.
საეკლესიო სასჯელი რომ მკაცრი იქნება კარგად იცის თავად მამა თადეოზ სარალიძემ. თუკი ეპარქიის მღვდელმთავარმა მოწყალება არ გამოიჩინა შესაძლოა ტაძრის წინამძღვარს სასულიერო ხარისხი ჩამოართვან და დროებით მღვდელმსახურების უფლება ჩამოართვან.