მერიამ სარეკრეაციო ზონას სტატუსი შეუცვალა და ყიდის - ჩინოვნიკების ინტერესებს შეწირული ეკოლოგია 

გამოქვეყნდა:

ქალაქის შუაგულში, ყოფილი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის, მიწის ნაკვეთების მიმდებარედ,  რეკრეაციულ ზონაზე მერიამ აუქციონი გამოაცხადა. ვაჭრობა ერთი თვის წინ დაიწყო, მაგრამ მზიურის სიახლოვეს 2 110 კვადრატულ მეტრზე ინტერესი ჯერ კიდევ 2019 წელს გაჩნდა.

თეიმურაზ თათეშვილმა მაშინ მერიას სთხოვა, რომ რეკრეაციულ ზონაში საგამოფენო დარბაზის მოწყობის ნებართვა მიეცათ. ქალაქის ეკოლოგიაზე მზრუნველი მერია, რაც უნდა გასაკვირი იყოს, პოტენციურ მყიდველს რეკრეაციულ ზონაში მშენებლობის ნებართავს შესყიდვის შემდედეგ დაჰპირდა. ოპოზიაში ამტკიცებენ, რომ მერია რეკრეაციულ ზონებს კოპრუფციული გარიგებებით ასხვისებს. 

რა მიზნით ყიდულობს თეიმურაზ თათეშვილი მზიურის მიმდებარე ტერიტორიას და დაგას თუ არა ამ შესყიდვის უკან ყოფილი მთავრი პროკურპრი? ამ კითხვებით თათეშვილის ოფიციალურ მისამართზე მივედით, იქ არავინ დაგვხვდა, სატელეფონო ინტერვიუს დროს კი თეიმურაზმა ვერც კი გაიხსენა  რომ მას მზიურის ტერიტორიაზე მიწის ნაკვეთის შესყიდვა ან რაიმე ინფრასტრუტურის მოწყობა სურდა.

თუკი თათეშვილს 2019 წელს მზიურის მიმდებარე ნაკვეთზე ინტერესი ჰქონდა - რატომ აღარ ახოვს ის დღეს ? - ოპოზიციას თათეშვილის პასუხები უმყარებს ეჭვს, რომ რეალურად მზიურის მიმდებარედ ნაკვეთის შესყიდვის უკან ოთარ ფარცხალაძე დგას. 

თბილსის მერს კი უხერხული კითხვები არ აწუხებს  - რეკრეაციულ ზონაში მშნებელობას დასაშვებად მიიჩნევს.

ოპონენტები კი ამბობენ, რომ ეს არ არის ერთადერთი შემთხვევა, როდესაც რეკრეაციულ ზონას სტატუსი კალაძის პირადი ახირებების გამო ეცვლება და კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებს ერგება. დღეს, "დღის სტუმრის" ეთერში კიდევ ერთი დოკუმენტი გასაჯაროვდა.  თბილისის საკრებულოში ყოფილი პირიმზის შენობის მიმდებარე ტერიტორიის ზონალურობის ცვლილებაზე მოთხოვნა დღეს შევიდა, მერია სარეკრეაციო ზონის მოხსნას ითხოვს.  

კალაძის ოპონენტებს კიდევ უფრო მეტი ინფორმაცია აქვთ, როგორ ასხვისებს დედაქალაქის მერი ტერიტორიებს და კონკრეტული ჩინოვნიკების ინტერესებს არგებს.

ქალაქის ეკოლოგიაზე მზრუნველი მერიის უკან რეალურად კორუფციული გზებით გამდიდრების სურვილი  დგას - ამბობენ  ეკოლოგები. მაგალითვის ყველა ის პროექტი მოჰყავთ, რომლითაც ქალაქის ფილტვები "ქართული ოცნების" ხელისუფლების პირობებში განადგურდა და იქ მრავალსართულიანი სამშენებლო ბიზნესი განვითარდა. 

გამწვანებული სივრცეები დედაქალაქში ყოველწლიურად იკლებს, მაგრამ ალბათ ეს არც არის გასაკვრისი, როდესაც ვხედავთ, რომ მათი გასხვისებით კონკრეტული ჩინოვნიკები სარგებლობენ. მზიურის მიმდებარე ნაკვეთზეც აუქციონის ვადა ხვალ იწურება, ვაჭრობის შედეგად გაირკევევა ჩაიგდებს თუ არა ხელში ყოფილი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე თბილსის კიდევ ერთ, ძვირადღირებულ ტერიტორიას.

მთავარი 18:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი