ხანძარი ქობულეთის სოფელ ზინეთში - ცეცხლი ეკალბარდს უკიდია

გამოქვეყნდა:

ქობულეთში, სოფელ ზინეთში, მთის ფერდზე ცეცხლი უკიდია ეკალბარდს - კერასთან დასახლებული პუნქტი ახლოს არაა, თუმცა რთული რელიეფის გამო ადგილზე სახანძრო ტექნიკის მისვლა ვერ ხერხდება. 

ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს მეხანძრე-მაშველების 40-კაციანი შემადგენლობა ინდივიდუალური აღჭურვილობით, მაგრამ პროცესს ძლიერი ქარი ართულებს.

სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება, ტყის მასივს ან დასახლებულ პუნქტს საფრთხე არ ემუქრება.

ავტორი: თეა ვაშალომიძე

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი