საქართველოში კორონავირუსი კიდევ ორ ექთანს დაუდასტურდა. სავარაუდოდ, ვირუსი მათ პაციენტებისგან გადაედოთ. შემთხვევა თბილისის ზღვის ჰოსპიტალში მოხდა, სადაც კოვიდ 19-ზე საეჭვო პაციენტები შეჰყავთ. დაინფიცირებული მედდები პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მოათავსეს.
50 პაციენტი მკურნალობს კლინიკაში. გუშინ მიღებული პაციენტებიდან 38-ის გაგზავნილი იქნა ლუგარის ლაბორატორიაში, აქედან მიღებული იქნა ოთხი დადასტურებული პასუხი. პაციენტები გადაყვანილები არიან პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში. მკურნალობას აგრძელებს 50 პაციენტი, აქედან ერთია რეანიმაციაში, 49 არის თერაპიული პაციენტი. მართვით სუნთქვაზე არცერთი პაციენტი არ იმყოფება. მოგვიანებით მოვიდა ორი პასუხი, ეს იყო ჩვენი დაბალი მედპერსონალის პასუხები - დადასტურებული კორონავირუსი. მათი მდგომარეობა არის მსუბუქი, თუმცა გადაყვანილები არიან ისინიც პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში,"- განაცხადა თბილისის ზღვის ჰოსპიტალის კრიტიკული მედიცინის დეპარტამენტის დირექტორმა, მარეხ ბექაიამ.
ქვეყანაში ვითარება რთულდება, კორონავირუსით ინფიცირებული ადამიანების რიცხვი სულ უფრო იზრდება. გასული 24 საათის განმვლობაში დადასტურებული 14 შემთხვევიდან 9 პაციენტი ინფექციურ საავადმყოფოსა და ვახტანგ ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში არიან მოთავსებულები.
ბოჭორიშვილის სახელობის კლინიკაში კოვიდ 19-ზე მკურნალობას 6 მოზარდი გადის. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
ქვეყანაში ამ ეტაპისთვის კოვიდ 19-ით დაინფიცირების 188 დადასტურებული შემთხვევა ფიქსირდება.