106 ათასი ლარი - მაყურებელმა 1 წლის ანასტასიას სიცოცხლე შეუნარჩუნა 

გამოქვეყნდა:

106 ათასი ლარი წლის და ერთ თვის ანასტასიას გადარჩენად. სრული უსასოობისა და ეკონომიკური კრიზისის ფონზე, მაყურებელმა შეძლო ანასტასიასთვის სიცოცხლე შეენარჩუნებინა.  

ბავშვს დიაგნოზი 11 თვის წინ დაუდგინეს - უჯრედების ჰისტიოციტოზი და ზუსტად 11 თვეა  იბრძვის , დედასა და მამასთან ერთად.  

მის სიცოცხლე საფრთხე აღარ ემუქრება. ოჯახი გადაცემაში მოხვედრას ზუსტად სამი თვე ელოდა. მშობლებს ლოდინი მოულოდნელ სიხარულად და იმედად გადაექცათ რომ ანასტასია ჩვეულ ცხოვრებას დაუბრუნდება.

გადაცემა სხვა ნანუკამ  წელიწადნახევარში  250 ადამიანის ცხოვრება რადიკალურად შეცვალა. ეს იმ პერიოდს დაემთხვა, როცა  ქვეყანაში კიდევ უფრო დამძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა და კიდევ უფრო გაღარიბდა ჩვენი მოსახლეობა და ამ პატარა სოციუმში თითოეული ლარიც მნიშვნელოვანია, თუმცა ჩვენი მაყურებლის დახმარებით ამ გადაცემის არსებობისას ვნახეთ უპრეცედენტო მხარდაჭერა. ყველამ ერთად შეძლო ასობით ადამიანისთვის იმ პრობლემების გადაჭრა, რომელსაც სახელმწიფო არ, ან ვერ ახერხებს და თუ კი გვექნება ერთმანეთის მიმართ უფრო მეტი თანაგრძნობა, შეიძლება გვირაბის ბოლოს გამოჩნდეს სინათლე.

წელიწადნახევრის წინ შექმნილი არხის მთავარი ღირებულება სწორედ ხალხის სამსახურში ყოფნა და ყოფითი პრობლემების მოგვარებაა. ამ მცირე დროში არხმა და კონკრეტულად გადაცემა სხვა ნანუკამ შეძლო ბევრი ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეეცვალა, რაც მთავარია მომავალში ადამიანები უჩენს იმედს რომ თუ კი მათ გვერდით არ გ]დგას სახელმწიფო ან ჯანდაცვის სამინისტრო  მათ გვერდით  მთავარი არხი დგას.  

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი