პირველი ინტერვიუ ქალთან, რომელსაც კორონავირუსი დღეს დაუდგინდა. ის კლინიკაში არ გადაუყვანიათ და ახლა იოსებიძის ქუჩაზე, იზოლირებულ ბინაში იმყოფება. ახალაგაზრდა ქალს ვირუსი 81 წლის დედისაგან გადაედო, რომელიც საუნივერსიტეტო კლინიკაში გუშინ გარდაივალა.
ინფიცირებულმა ქალმა არ იცის საიდან დაავადდა მისი 81 წლის დედა კოვიდ 19-ით მაშინ, როცა ქალს გადაადგილება უჭირდა და სახლიდან თითქმის არ გადიოდა. ერთადერთი ვერსია ფულია.
პენსიონერ დედას ფული ბანკომატიდან შვილმა მოუხსნა და მიუტანა. გარდაცვლილი 81 წლის ქალი ისე დაკრძალეს რომ შვილმა ვერც კი ნახა. ახალი წესებით პანაშვიდი და ტრადიციული რიტუალი იკრძალება.
ახალი კლასტერი ქართველი ეპიდემიოლოგებისთვის ერთ ერთ ყველაზე რთულად ამოსახსნელია. იოსებიძის ქუჩაზე, სახლში მოხუცი პენსიონერი, მისი ქალიშვილი, შვილიშვილი და კატა ცხოვრობდნენ.მოულოდნელად მაღალი სიცხით, 81 წლის ქალი თბილისის ზღვის ჰოსპიტალში გადაიყვანეს, სადაც კორონავირუსი დაუდასტურდა, კატასტროფის ცენტრმა ქალი მალევე საუნივერისიტეტო კლინიკაში გადაამისამართა, სადაც გაჩნდა ეჭვი რომ ბებია 23 წლის შვილიშვილმა დააინფიცირა, რომელსაც უსიმპტომო კორონავირუსი ჰქონდა. ლუგარის ლაბორატორიაში ბიჭს ანალიზი ორჯერ გაუკეთეს, ვერც ნაცხით და ვერც სისხლით, მის ორგანიზმში კოვიდის კვლას ვერ მიაგნეს.
თუ დადგინდება კორონავირუსით ინფიცირებული ქალის ვერსია, რომ მისი დედა ფულმა დააინფიცირა რაც მისი სიკვდილი მიზეზი გახდა, მაშინ უნდა დადგინდეს, ყველა იმ პირის ვინაობა ვინც იმ დღეს, ბანკომატიდან თანხა გაანაღდა, რადგან ყველა რისკის ქვეშ არის.