მოქალაქეების ტესტირებით საქართველო მსოფლიოში ერთ-ერთ ბოლო ადგილზეა

გამოქვეყნდა:

საქართველო ტესტირებული მოქალაქეების რაოდენობით, ევროპაში ერთ ერთო ბოლო ადგილზეა. გადაგვასწრო სომხეთმა, რუსეთმა, თურქეთმა და აზერბაიჯანმა. 

მოქალაქე იქსი, რომელსაც კორონავირუსი აქვს, ახლა ქუჩაში ისე დადის და აინფიცირებს სხვებს, რომ ამის შესახებ თავადაც არ იცის. გამოსავლენად და იზოლაციაში გადასაყვანად კი არც სახელწიფო აკეთებს რამეს.

აზერბაიჯანში ყოველ მილიონი  მოქალაქიდან კორონავირუსზე 4000 ადამიანი გატესტეს, სომხეთში 1600, რუსეთში 4800, თურქეთში 2200, საქართველოში კი ბევრად უფრო ნაკლები- ერთი მილიონი მოქალაქიდან 692-ია შემოწმებული.  ეს კი მხოლოდ ერთს ნიშნავს, ოფიციალური სტატისტიკა არ ასახავს დაავადების გავრცელების რეალურ მაჩვენებლებს. 

უსიმპტომო პაციენტები ქვეყნის ნელი მოქმედების ნაღმია, რომელიც შესაძლოა ნებისმიერ წუთს აფეთქდეს. მათი გამოვლენის ერთადერთი საშუალება კი საყოველთაო ტესტირებაა, რასაც მსოფლიოში სულ უფრო მეტი ქვეყანა ნერგავს.

იზბურგის კლინიკის ქართველი ექიმი ირმა კვიცარიძე "მთავართან" საუბარში ამბობს, რომ ექიმებს იქ ყოველ დილით კლინიკაში შესვლისთანავე ტესტავენ

ავსტრიამ შედეგი უკვე მიიღო. იქ გამოჯანმრთელებულთა რიცხვმა ინფიცირების ახალ შემთხვევებს გადაასწრო და ქვეყანა ნელა ნელა საყოველთაო კარანტინის მოსახსნელად ემზადება.

ვორდმეტერის ჩამონათვალში საქართველო ერთ ერთი ბოლოა იმ ქვეყნებს შორის, სადაც მოქალაქეების საყოველთაო ტესტირება ხდება.

პოლიტიკოსები ამბობენ, რომ ეს მძიმე შედეგებამდე მიგვიყვანს.

ხელისუფლება აღიარებს, რომ ეპიდემიის პიკი და კიდევ უფრო რთული პერიოდი ჯერ კიდევ წინაა, თუმცა ჯერჯერობით მიდგომების შეცვლას არ ჩქარობს და იგივე შეცდომას იმეორებს, რაც ტესტირების ალგორითმზე დაუშვა, როცა კოვიდ 19-ის სიმპტომებიან პაციენტებს არ უღებდა ანალიზებს. 

საქართველოში ექიმები შესაძლოა ყველაზე დაუცველი ფენა აღმოჩნდეს. ქვეყანაში უკვე სამი მედიკოსია ინფიცირებული, აქედან ორი უშუალოდ სამკურნალო დაწესებულებაში, პაციენტთან კონტაქტის შემდეგ დაინფიცირდა. საჩხერეში დაფიქსირებული ბოლო ასეთი შემთხვევის შემდეგ კი ადგილზე მხოლოდ 11 ტესტი აღმოჩნდა, შესამოწმებელი ექიმების რაოდენობა კი 100- მდე იყო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი