"გლოვოს" კურიერები ტარიფების დაწევას და ბონუსის შეცვლას აპროტესტებენ - აქცია სათაო ოფისთან

გამოქვეყნდა:

"გლოვოს" კურიერები შრომის უკეთეს პირობებს ითხოვენ და აქციას მართავენ - სათაო ოფისთან რამდენიმე ათეული კურიერია შეკრებილი და მისამართებზე გასვლაზე უარს ამბობს მანამ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. 

"ტარიფები შეცვალეს, ძალიან დაიწია, ბონუსიც შეცვლილია, "ჩაის" (პირადი გასამრჯელო კლიენტისგან) გვპარავენ, ადამიანური პირობები არ გვაქვს. მე რომ ობიექტზე მივდივარ, იქ 40 წუთს არ უნდა მალოდინებდნენ, ეს მოგვარებული უნდა იყოს. მაგალითად, როცა "ვოლტი" მიდის, მათ არ ალოდინებენ, მე კიდევ, მერე გრილი საკვები მიმაქვს და კლიენტი მეჩხუბება. კვირაში 180 ლარი რომ გამოგივიდეს, 12 საათი დღეში არანორმალურ რეჟიმში უნდა იმუშაო, ოჯახი არ უნდა გახსოვდეს და ადამიანს არ უნდა ჰგავდე", - ამბობს აქციის ერთერთი მონაწილე, "გლოვოს" კურიერი. 

შეგახსენებთ, "გლოვოს" კურიერების აქცია დროში დაემთხვა რესტორნების პროტესტს, რომლებმაც დღეს, არასწორი რეგულაციებისადმი პროტესტის ნიშნად, მიტანის სერვისი ერთი დღით გამორთეს. ისინი რესტორნების გახსნას 1 თებერვლიდან ითხოვერნ, ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ კი განაცხადა, რომ რესტორნები საქართველოში 1 მარტამდე არ გაიხსნება. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი