კორონავირუსის კიდევ ერთი ახალი კლასტერი თემქაზე. ინფიცირებულია წმინდა ნიკოლოზს ტაძრის სტიქაროსანი და მისი ოჯახის ორი წევრი. მღვდელმა, რომელსაც შაბათს ინფიცირებულ სტიქაროსთან შეხება ჰქონდა, დღეს ხარების წირვაში მონაწილეობა აღარ მიიღო და ტაძარში სხვა სასულიერო პირი გამოიძახეს.
სტიქაროსნის კლასტერიდან პირველი კორონავირუსი ასაკოვან მამაკაცს გამოუვლინდა. მეზობლების ინფორმაციით, მას შემდეგ რაც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მამაკაცის საავადმყოფოში გადაყვანა სცადა, ოჯახის წევრებმა წინააღმდეგობა გაუწიეს. საქმეში პოლიციის ჩართვაც გახდა საჭირო.
პოლიციის ძალით წაიყვანეს, არ მიყვებოდნენ არც ერთი....აივნებიდან ვუყურებდით რომ სასწრაფო და პოლიცია საათნახევარი ელოდებოდნენ და არ მიყვებოდნენ" აცხადებს ერთ ერთი მეზობელი.
აღსანიშნავია, რომ დაინფიცირებული სტიქაროსანი აბიტურიენტია, ხოლო მისი დედა ბავშვთა მასაჟისტი. მეზობლები ამბობენ, რომ ოჯახის ყველა წევრი აქტიურად გადაადგილდებოდნენ ქუჩაში და შეუზღუდავი კონტაქტი ჰქონდათ ადამიანებთან.
წმინდა ნიკოლოზის ტაძარში ადასტურებენ, რომ აღნიშნული სტიქაროსანი მათთან მსახურობდა, თუმცა ვერ იხსენებენ მასთან კონტაქტს და ვერც კორონავირუსისთვის დამახასიათებელ ნიშნებს.
სტიქაროსანი, მისი დედა და დეიდა ამჟამად თბილისის ზღვის ჰოსპიტალში, ხოლო მათ ოჯახის ხანშიშესული წევრი, მამაკაცი - საუნივერსიტეტო კლინიკაში არიან გადაყვანილები.