ე.წ. დეზერტირების ბაზარი დაიკეტა - ასობით ადამიანი შემოსავლის გარეშე დარჩა

გამოქვეყნდა:

კორონავირუსის პრევენციის მიზნით ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრები იხურება - დღეიდან დაიკეტა ე.წ. დეზერტირების ცენტრალური ბაზარიც. ასობით ადამიანი უმუშევარი და შემოსავლის წყაროს გარეშე დარჩა. მოვაჭრეები ასევე, ზარალზე საუბრობენ.

ეს იყო რეალურად ჩვენი შემოსავალი. ველოდებით დახმარებას აუცილებლად. ამის იმედი გვაქვს, უნდა გააკეთოს ეს მთავრობამ. საერთოდ ვრჩებით ლუკმა პურის გარეშე ამდენი ხალხი,"- განაცხადა ერთ-ერთმა მოვაჭრემ.

ქვეყნის მასშტაბით აგრარული ბაზრების დახურვის შესახებ გადაწყვეტილება ვირუსის პრევენციის გამო, უწყებათა შორის საკოორდინაციო საბჭომ ორი დღის წინ მიიღო.

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი