24 საათიანი უწყვეტი პროტესტი გრძელდება ქუთაისის მერიასთან - სამოქალაქო აქტივისტებს ადგილობრივი თვიმმართველობის ორგანოსთან კარავი აქვთ გაშლილი და ვადამდელი არჩევნების მოთხოვნით აქციას მართავენ.
ოპოზიციურად განწყობილ ადამიანებს სოლიდარობა დღეს ბათუმის მაცხოვრებლებმაც გამოუცხადეს.
"საქართველო ერთიანია, ჩამოვედი ბათუმიდან, მთავარი მოთხოვნაა არჩევნები, სანამ არ დანიშნავენ, ვიქნებით ქუჩაში", - ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე.
"აქციას შემოუერთდა ბათუმიდან ორგანიზაცია "ალტერნატივა", ასევე, თავისუფლების კვარტლის აქციის მონაწილეები. ჩვენ ერთობლივად გავაგონებთ ხელისუფლებას ხმას", - ამბობს გიგა შუშანია
შეკრებილები ამბობენ, რომ ვადამდელ არჩევნებამდე დაშლას არ აპირებენ.