კაცობრიობას მოუწევს მოიხადოს კოვიდ 19 - აცხადებს საუნივერსიტეტო კლინიკის ხელმძღვანელი. ლევან რატიანის თქმით, დაავადებას ინფიცირებულების ნაწილი უსიმპტომოდ მოიხდის, ნაწილი კი რთულ ფორმებში. მისივე თქმით, არ არის გამორიცხული, რომ ე.წ. ბე ცე ჟე-ს აცრების დამსახურებით, პანდემიამ საქართველოში შედარებით მსუბუქად გადაიაროს:
ეს მოსახდელი დაავადება აუცილებლად ყველამ უნდა მოიხადოს, ეს ვირუსი, დღეს არსებულმა კაცობრიობამ - 80-მა პროცენტმა აკლინიკური ფორმით, 20 პროცენტი მოვიხდით საშუალო, მძიმე და კრიტიკული ფორმით“ განუცხადა ჟურნალისტებს ლევან რატიანმა.
პარალელურად კი იზრდება მძიმე პაციენტების რაოდენობა საქართველოში, რაც ძირითადად პნევმონიითაა გამოწვეული. ინფექციურ საავადმყოფოში აცხადებენ, რომ გართულებული შემთხვევების ზრდა დაგვიანებულმა მიმართვიანობამ გამიწვია:
შედარებით ასაკმაც ოდნავ მოიმატა. სხვადასხვა კლასტერები შემოვიდა, მოხდა ისე რომ ცოტა მოგვიანებით მოგვმართეს. ზოგი პაციენი შემოვიდა 2,3,4 5 დღის ცხელებით" აცხადებს მარინა ენდელაძე.
გამოჯანმრთელებისთვის განსაზღვრული ვადა კი 20 დღიდან 6 კვირამდე გაიზარდა.