ეკლესია საუკუნოვან წესებს ცვლის - ხარების წირვა პატრიარქის გარეშე

გამოქვეყნდა:

დღეს ეკლესიამ ახალი წესები შემოიღო. საუკუნეების წინანდელი წესი დღეს პირველად შეიცვალა, ეპიდემიის გამო სასულიერო პირმა მრევლი ამბიონზე ჯვარზე სამთხვევად აღარ აიყვანა. ჯვართან თავად მრევლი მიდიოდა, ყოველი მთხვევის შემდეგ კი ჯვარს სტიქაროსანი სითხეს ასხურებდა და წმენდდა.

ხარების სადღესასწაულო მსახურებაზე დღეს პატრიარქი ექიმების მოთხოვნით, არ მივიდა.  მის ნაცვლად წირვა და ქადაგება მისმა მოსაყდრემ ჩაატარა

სადღესასწაულო ქადაგებამდე მეუფე შიომ მრევლი პირადად, ისევ ერთი კოვზით აზიარა. ბათუმის მიტროპოლიტმა კი დღეს ყველა,ვისაც ზიარების უსაფრთხოებაში ეჭვი შეაქვს, ​ურწმუნოებაში დაადანაშაულა.

​​ინფექციის გამო ეპარქიების დიდმა ნაწილმა საეკლესიო მსახურებაში ფუნდამენტური ცვლილებები შეიტანა, მიუხედავად იმისა რომ ჯერ უცნობია აღდგომის ღამეს როგორ ჩატარდება წირვა, ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა თქვა რომ საზეიმო მსახურება მრევლის გარეშე ღიას ცის ქვეშ მოეწყობა, მრევლს კი ტაძარში მისვლა დილით კომენდანტის საათის დასრულების შემდეგ შეეძლება. ყველა სხვა მღვდელმთავარი კი პატრიარქის ვერდიქტს ელოდება.

მრევლის გარეშე წირვა ზუგდიდისა და ცაიშის ეპისკოპოსს ვერ წარმოუდგენია, ვირუსით ინფიცირების საშიშროების მიუხედავად, მეუფე გერასიმე მრევლის ტაძარში მისვლის შეზღუდვას არ აპირებს.

რას იტყვის ილია მეორე სავარაუდოდ ბზობის დღესასწაულზე გახდება ცნობილი. მანამდე კი მრევლი ტაძარში იმაზე მეტი დადის ვიდრე ელოდებოდნენ, დღეს ყველა ეპარქიაში ხარების დღესასწაულზე  უამრავი მომლოცველი შეიკრიბა ტაძარში რომელტა დისტანციის დაცვა თითქმის შეუძლებელი იყო. 

წინ დიდი ხუთშაბათია, ამ დღეს ტაძრებში ყველაზე მეტი მაზიარებელი მიდის. 

მთავარი 21:00
უყურეთ ბოლო გამოშვებას

იხილეთ ჩვენს ეთერში

დღის მთავარი