უმძიმეს კადრებში კარგად ჩანს, როგორ სცემს დედა მცირეწლოვან შვილს. ფიზიკური ანგარიშსწორების ვიდეო თვითმხილველმა გადაიღო და "მთავარ არხს" იმ მოტივით გამოუგზავნა, რომ ბავშვის მძიმე ყოფა სახელმწიფოსთვის შეგვეხსენებინა.
სოფელ აგარაში მცხოვრებ ახალგაზრდა ქალს 6 შვილი ჰყავს, მათგან სამი წლების წინ მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო გააშვილა - დანარჩენ სამ მცირეწლოვანს კი, თავად ზრდიდა. 35 წლის ხათუნა ობოლაძე ახლა მეშვიდე ბავშვს ელოდება. ძალადობის ფაქტს მცირეწლოვანი დედმამიშვილები შეესწრნენ. უმძიმესი კადრების გასაჯაროების შემდეგ საქმეში პოლიცია და სოცმუშაკი ჩაერთნენ. ახლა სამივე ბავშვი მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს.
დედა გვიმტკიცებს, რომ ბავშვებზე სისტემატურა არ ძალადობს და ფიზიკური ანგარიშწორების ვიდეო რომელიც გამოგვიგზავნეს მათ ყოველდღიურობას არ ასახავს. ახალგაზრდა ქალი ამბობს, რომ პანდემიისა და
მძიმე სოციალური მდგომარეობის გამო სხვა მშობლებიც სცმენ ბავშვებს და ეს ჩვეულებრივი მოვლენაა საქართველოში.
კიდევ უფრო მძიმეა ხათუნა ობოლაძის მეზობლების შეფასებები. ადგილობრივები ფიქრობენ, რომ ბავშვზე ძალადობა სწორად აღზრდისთვის აუცილებელია.
ახალგაზრდა ქალს შვილები ჩამოართვეს, მინდობით აღზრდაში გადაიყვანეს და შემაკავებელი ორდერი გამოუწერეს. მოძალადე დედას ბავშვებთან მიახლოება ეკრძალება. ეს დროებითი მექანიზმია რადგან ახლა როგორც დედას ასევე ბავშვებს სახელმწიფოსგან ყურადღება და მზრუნეველობა ესაჭიროებათ
ფიზიკურის გარდა ბავშვები ხშირად ეკონომიკური ზალადობის მსხვერპლი ხდებიან. მათ ხშირად მშობლები ან უფროსი ახლობლები ეკონომიკური მიზნებისთვის იყენებენ. მათი ნაწილი სანთლებსა და ხატებს ყიდის, ხშირად შუქნიშნებთან მანქანის საქარე მინებს წმენდენ და დახმარებას ითხოვენ - რეალურად ეს მათ არ სურთ, ამას აიძულებენ.
პანდემიის დროს ბავშვთა მიმართ ძალადობა გაიზარდა ამაზე ყველა საუბრობს. პირველი ტალღის შემდეგ მსოფლიოში არსებული ტენდეციები შეისწავლა ბავშვთა უფლება დამცველმა ორგანიზაცია უნისეფმა და დაადგინა, რომ იმის გამო, რომ ბავშვები სოციალიზაციას ვეღარ ახერხებენ, დაკეტილია სკოლები, საბაშვო ბაღები და ამის გამო, ბავშვები დიდ დროს სახლში ატარებენ, ოჯახის წევრების მხრიდან ძალადობა გაიზარდა. სახალხო დამცველის მოადგილე ამბობს, რომ პანდემიის დროს პოლიციისთვის მიმართვიანობა შემცირებულია ეს იმის სიგნალია რომ ბავშვები ახლა ვეღარ ახერხებენ თავის დაცვას და ძალადობის მსხვერპლი კიდევ უფრო მეტი ბავშვია.
ბავშვთა უფლებადამცველები სახელმწიფოს და საზოგადოების პასუხისმგებლობაზე საუბრობენ. ანა აბაშიძე ამბობს, რომ სისტემა ვერ იცავს ბავშვებს ძალადობისგან, რადგან სახელმწიფოში ბავშვთა უფლებები და მდგომარეობა პრიორიტეტული არ არის. ამის მაგალითად კი, ხელისუფლებისგან დასუსტებული სოციალური სამსახურიც საკმარისია.
ბავშვთა ფსიქოლოგები პანდემიის დროს ძალადობის კიდევ უფრო გაზრდილ მაჩვენებელზე საუბრობენ. კორონა კრიზისის დროს ოჯახების მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო მძიმედ აისახება ბავშვების ყოველდღიურობაზე, ამიტომ ფსიქოლოგები მშობლებს და სახელმწიფოს მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდებენ.